მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგების დეკრეტული შვებულების საკითხი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა და პარლამენტში პეტიციაც შევიდა, რომლის მიხედვით დამსაქმებელს ანუ დირექტორს დაავალდებულებენ, სახელმწიფო დახმარებასთან ერთად, დასაქმებულს ექვსი თვის დეკრეტული შვებულება თავის მხრივაც სრულად აუნაზღაუროს.
ამ საკითხზე ვრცელი განმარტება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსების დარგში ნათია კორძაძემ, პედაგოგებისთვის რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, კანონი არეგულირებს დეკრეტული შვებულების საკითხს, მაინც არსებობს არაერთი გამოწვევა: „შრომის კოდექსში ჩანაწერი ადასტურებს, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურებადია 183 ან 200 კალენდარული დღე (ტყუპის ან გართულებული მშობიარობის შემთხვევაში), რაც შეეხება ანაზღაურებას, სახელმწიფოს მხრიდან დედას თანხა ეძლევა 1000 ლარის ოდენობით, დანარჩენი კი დამოკიდებულია დამსაქმებლის ნებაზე.
როგორც აღვნიშნე, პრობლემა მრავალმხრივია და ისე ხდება, სოციალური ფონიდან გამომდინარე, დედა იძულებულია, ერთი თვის ბავშვი დატოვოს და გავიდეს სამსახურში, მაგრამ დამსაქმებელი უარს ეუბნება - სახელმწიფოსგან 1000 ლარი გაქვს აღებული და ვადაზე ადრე გამოსვლის შემთხვევაში, მისი დაბრუნება მოუწევს. ასეთი მიდგომა არასწორია! ხაზგასმით ვაცხადებ - ეს 1000 ლარი სკოლას ან ბაღს არ გაუცია, ის პირმა მიიღო სახელმწიფოსგან, დახმარების სახით.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესის მე-6 მუხლის, მე-5 პუნქტი განმარტავს - იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგის დეკრეტული შვებულება ემთხვევა მიმდინარე ანაზღაურებად შვებულებას, დეკრეტულის დახმარების პარალელურად, შვებულების თანხა ეძლევა სრული ოდენობით... თუმცა დირექტორები ხშირად არ უნაზღაურებენ პედაგოგებს შვებულებას - არადა დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, რომ ამის უფლება აქვთ.
აქვს თუ არა ბერკეტი მასწავლებელს, დირექტორს მოსთხოვოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება?
ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არსებობს - არა! თუმცა როგორც პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უჩა ბაკურაძემ განმარტა, „კანონში არის ჩანაწერი და თუ სკოლის ბიუჯეტი აძლევს საშუალებას, შეუძლია კეთილი ნება გამოავლინოს და მასწავლებლებს აუნაზღაუროს 183-დღიანი დეკრეტული შვებულება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს