მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო რომ გახდეს პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსწავლეები სხვადასხვა საგაკვეთილო აქტივობებში აქტიურად ჩართონ.
მით უმეტეს, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ პროექტებზე მუშაობა. ამის ნათელი მაგალითია VII2 კლასში ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი.
მოსწავლეებმა გეოგრაფიაში დაამუშავეს თემა - „მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე, წყნარი ოკეანის დაბინძურების გავლენის შესახებ“. მოსწავლეთა პედაგოგი მაია როხვაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა პროექტებში, ნათლად წარმოაჩინეს, თუ როგორ გამოიხატება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის როლი წყნარი ოკეანის დაბინძურებაში; წყნარი ოკეანის ლოკალურ დაბინძურებას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე და რა ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, ოკეანის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები და ვიდეორგოლები, სადაც თვალნათლივ ჩამოაყალიბეს აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობა და მათი გადაჭრის გზები.
იხილეთ ვიდეო ბმულზე20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...