მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამონარიდი ფინეთის სკოლის ქართველის მასწავლებლის წერილიდან, რომელსაც რამაზ ხაჭაპურიძე აქვეყნებს, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Etaloni.ge წერილს უცვლელად გთავაზობთ სადაც ამოიკითხავთ პასუხს აქტუალურ კითხვაზე - რატომ არის ფინური სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში:
როგორ მოახერხა ფინეთმა, ამ გაყინულ მიწაზე, სადაც არც ნავთობია, არც ოქრო, არც ბრილიანტები, არც მზე, არც წელიწადის ოთხი სეზონი (ძირითადად ზამთრიდან ზაფხულში ვხტებით და ზაფხულიდან ისევ ზამთარში), სადაც ზამთარში არ თენდება და ზაფხულში არ ღამდება,ასეთი ძლიერი, გამართული, მდიდარი და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნა.
პასუხი ერთია: ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ყველა კანონი, ყველა ინსტიტუცია ამ მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს.
სკოლა არის ის ადგილი სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ყალიბდებიან რომელთაც უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყნის მომავალი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდები (ამ სიტყვას შემთხვევით არ ვხმარობ) დიახ ინდივიდები არიან ბავშვები. რატომ არის ფინური სკოლა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში:
1. სკოლაში სრულიად მოხსნილია სტრესი
2.სკოლა არის ის ადგილი, სადაც ბავშვს უხარია ყოფნა, თავს სრულიად კომფორტულად გრძნობს.
3. სკოლები აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა საჭირო ტექნიკით
4. სკოლების დიზაინი (დაწყებული კედლების ფერებით, დამთავრებული ავეჯით, დიახ ავეჯით და არა მხოლოდ მერხებით) ქმნის უაღრესად სასიამოვნო გარემოს ბავშვებისთვის.
5. სკოლებში ბავშვები იკვებებიან კალორიული და ჯანმრთელი საკვებით.
6. ყოველ შესვენებაზე ბავშვები გადიან გარეთ, სუფთა ჰაერზე და აქტიურად ატარებენ შესვენებას.
7. პროგრამა შედგენილია ისე, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს კონცენტრაცია, ანუ შესასწავლი მასალა დანაწილებულია პატარა ნაწილებად, რაც ასათვისებლად ძალიან ადვილია.
8. თეორია გამყარებულია პრაქტიკით. ფაქტიურად ბუნების მეტყველების გაკვეთილები ბავშვებს ხან ტყეში უტარდებათ, ხან ტბის პირას და ხან მდელოზე.
9. პედაგოგები მაღალი კვალიფიკაციით და აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
10. სკოლაში არ არსებობს კონკურენცია, ყველა ბავშვს მოეთხოვება შესაძლებლობის და უნარის მიხედვით.
11. ბავშვები არ ისჯებიან უსაქციელობის გამო, მათ განუმარტავენ დაშვებულ შეცდომებს. განმეორების შემთხვევაში მას რაიმე პრივილეგია მოეხსნება. ( მაგ. შესვენების დროს ვერ ითამაშებს 15 წუთი).
რაც უმნიშვნელოვანესია, სკოლა არის უფასო, სრულიად უფასო. წიგნები, რვეულები, საშლელები, ფანქრები, სახაზავები, ბავშვებს სკოლაში აქვთ უფასო, ანუ არც ერთ ევროს არ იხდიან მშობლები, არც ერთ ცენტს.
დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ფინური სკოლების და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.
უბრალოდ ერთს ვიტყვი, თუ გინდა იცხოვრო ძლიერ სახელმწიფოში, მთელი რესურსი, ფინანსურიც და ინტელექტუალურიც უნდა ჩაიდოს საგანმანათლებლო სისტემაში და პირველ რიგში სკოლებსა და ბაღებში!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ