მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბს, სკოლის კურსდამთავრებულის ნათია ლაბაძის ძალისხმევით, წიგნები გადაეცა.
საჩუქარი კლუბმა გამომცემლობა პალიტრა L-ისგან მიიღო.
კლუბის წევრები, კურატორ მასწავლებელ ინა ბიწაძესთან ერთად გამომცემლობასა და ნათია ლაბაძეს მადლობას უხდიან.
„ძვირფასი საჩუქარი ნიგვზარის საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბს! გამომცემლობა პალიტრა L-მა ჩვენი სკოლის მკითხველებს საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა. კლუბის თითოეული წევრი კურატორ მასწავლებელ ინა ბიწაძესთან ერთად, უდიდეს მადლიერებას გამოხატავს გამომცემლობისა და სკოლის კურსდამთავრებულის, ნათია ლაბაძის მიმართ. ნათია აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან და მუდმივად გვეხმარება მკითხველთა კლუბის წიგნადი ფონდის შევსებაში“,- აღნიშნულია მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ