ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ანა ბოჭორიშვილმა izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში სერტიფიკატი მოიპოვა
18-02-2022
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ანა ბოჭორიშვილი უფროს ძმას არ ჩამორჩა და izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში - „ჩვენ და დედამიწა“ წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლემ ოლიმპიადაში სერტიფიკატი მოიპოვა. სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და სერტიფიკატის მოპოვებას ულოცავენ.
გეოგრაფიის ოლიმპიადა- „მე და დედამიწა“, რომელიც განკუთვნილია I-XII კლასის მოსწავლეებისთვის, izrune.ge-ზე გაიმართა. ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა ანას მეოთხეკლასელმა ძმამ დათა ბოჭორიშვილმა, რომელმაც I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.