სიახლეები
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტება მასწავლებლის საგნის გამოცდასთან დაკავშირებით
26-10-2016
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს, რომ მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემები ცენტრის ოფიციალურ ან ფეისბუკის გვერდზე არ ქვეყნდება, რადგან სისტემატიურად ვაწყდებით ამ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას.  

როგორც წინა წლებში, წელსაც განვმარტავთ, რომ ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად არაკორექტულიც.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე მასწავლებლობის მსურველი (მით უმეტეს, 2016 წელს პირველად შევთავაზეთ მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა, რამაც მსურველების რაოდენობა გაზარდა). 

შესაბამისად, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის.

იმის გამო, რომ ცენტრს რამდენიმე მედია საშუალებამ მიმართა ოფიციალური მოთხოვნით სტატისტიკური ინფორმაციის გაცემაზე (ინფორმაცია საჯაროა და ვალდებულნი ვართ დაინტერესებულ ორგანიზაციებს მივაწოდოთ შესაბამისი მონაცემები), საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ განგვემარტა ჩვენი პოზიცია და შეგვეხსენებინა, რომ ამ მონაცემების გამოყენება მასწავლებელთა კორპუსის შეფასებისათვის არ შეიძლება. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდას ატარებს, რომელიც სქემის ნაწილია. პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარება მხოლოდ ერთხელ მოეთხოვება. ტესტი მასწავლებლის სტანდარტზე დაყრდნობით, სასერტიფიკაციო ტესტირების ყველა ნორმის დაცვით იქმნება. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება