TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ სასკოლო გარემო პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის იყოს მრავალფეროვანი, მიმზიდველი, ხალისიანი“- ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი რეგინა ადუაშვილი
18-02-2022
-
+


„ვცდილობ სკოლაში შევქმნა სწავლა-სწავლებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემო. სკოლა უზრუნველვყო მაღალკვალიფიციური კადრებით, საჭირო მატერიალური ბაზითა და რესურსებით“,- ამბობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი რეგინა ადუაშვილი და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- არის მიზანი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ამა თუ იმ საგნის სამეცნიერო ამოცანებისა და პრინციპების დაუფლებაში. ამასთან, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ბავშვის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს, მათში პიროვნულ ღირებულებებისა და პრინციპების განვითარებით, ვცდილობთ აქედანვე ღირსეული ადგილი აირჩიონ საზოგადოებაში.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- არის ის, რომელიც საგნის დაუფლების ძლიერ სურვილთან ერთად, გამოირჩევა მაღალი ეთიკური და ესთეტიკური ნორმებით, აქტიურად მონაწილეობს სასკოლო საზოგადოებაში მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელად.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...
- სწავლა-სწავლებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემო. სკოლა უზრუნველვყო მაღალკვალიფიციური კადრებით, საჭირო მატერიალური ბაზითა და რესურსებით. ვცდილობ სასკოლო გარემო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის იყოს მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ხალისიანი.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ...
- სახელმწიფო ყველა პირობას გვიქმნის სკოლის ავტონომიურობის განმტკიცებაში.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- საუბარი „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით, კერძოდ, STEM-ის ფარგლებში მოსმენილი ტრენინგების შესახებ და სხვა სხვა სიახლეებზე, რომელიც გამოადგებათ მოსწავლეთა სწავლა აღზრდის პროცესში.

- დღევანდელობაში საჭიროა...
- რომ საბოლოოდ გაირკვეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოდელი.

- იმედი მაქვს, რომ...
- ყველაფერი განვითარებისა და აღმავლობის გზით წავა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება