თბილისის N71 სკოლის პედაგოგებმა, პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით ტრენინგები გაიარეს
18-02-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N71 საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტებსა თუ აქტივობებში მუდამ დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობს.
სკოლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა - კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ აქტიურად ჩაერთო.
აღნიშნულ პროექტს კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის მხარდაჭერით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით ახორციელებს. პროექტში ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო ჩართული.
პროექტი მოიცავდა ტრენინგებს, რომლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებმა, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ ცოდნა მიიღეს.
პედაგოგებმა შეისწავლეს ის პრაქტიკული მეთოდები, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარებმა მასწავლებლებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ. ტრენინგების შედეგად, მათ განივითარეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები, რაც ციფრულ ეპოქაში, თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით მასწავლებლებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგათ.
„პროექტის ფარგლებში, სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში იყენებენ და ცოდნას მოსწავლეებს გადასცემენ. დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.