სიახლეები
სიახლეები

„თიანელი კაცის ბუნებრივი სიდიადეც იყო და ბუნებრივი უბრალოებაც“ - გამოსათხოვარი თამაზ მეჭიაურს
18-02-2022
-
+


თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ბატონი თამაზი „ეტალონის“ მეგობარი და ერთგული თანამოაზრე გახლდათ. ღრმად სწამდა, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში განათლებულ თაობას ლომის წილი აქვს და ამიტომაც უჭერდა მხარს იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მთავარ მიზანს წლებია ემსახურება.

„ეტალონის“ პროექტების ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი მეგობრის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სტატუსს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,

რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება

ალბათ, მიხა ხელაშვილი საიქიოში ამ ლექსით შეეგებება თამაზ მეჭიაურის ამქვეყნად გატანჯულ სულს...

სიტყვის კაცი იყო თამაზი... როცა თიანეთის მერი გახდა, თავდაპირველად ჩვენ შორის უხერხულობა ჩამოვარდა, რადგან ის ადამიანი, რომელსაც თამაზი მეჭიაური იმდროინდელი ცნობილი სატელევიზიო დებატებისას მწვავედ დაუპირისპირდა, ჩემი მეგობარია.

ჰოდა, მალევე პირისპირ შევხვდით და მითხრა:

- კაცურად გპირდები, შენთან იმ ადამიანს აუგად არასოდეს ვახსენებო, - და თან დაამატა:

- მე თიანელი კაცი, ვარ აქაურობა და აქაურები ძალიან მიყვარს, ვიცი, შენც გიყვარს თიანელები... განათლების ფასიც კარგად ვიცი, „ეტალონის“ პროექტების მნიშვნელობასაც ნათლად ვხედავ და შენი ხასიათისაც კარგად მესმის, მოდი, თიანელების საკეთილდღეოდ ვითანამშრომლოთო.

მაშინ წესიერად არც კი ვიცნობდი, მერე და მერე გავიცანი: თავისი სიტყვისთვის არასოდეს უღალატია... ჩვენი ურთიერთობა კი თანამოაზრეობაში გადაიზარდა და როგორც თანამოაზრეს, მეც ყოველთვის მხარში რომ ვედექი, ეს ბავშვივით უკვირდა...

ბოლოს 27 იანვარს ვისაუბრეთ, ხუთშაბათი დღე იყო. მომიყვა, ორი დღის წინ მიხა ხელაშვილის საფლავზე ვიყავით, მისი დაბადების დღე აღვნიშნეთ და მგონი, იქ გავცივდი, ახლა მამცივნებსო. ისიც გაუგია, მისი მხარდაჭერის გამო ჩემი დასჯაც რომ მოინდომეს, მე კი მეგობრებზე, მით უმეტეს თანამოაზრეებზე, უარს არასდროს ვამბობ... და ბოლოს იმ „წაშლილი“ სურათების გადაგზავნა მთხოვა, ახლა რომ ვაქვეყნებ.

თამაზ მეჭიაურში თიანელი კაცის ბუნებრივი სიდიადეც იყო და ბუნებრივი უბრალოებაც...

მსუბუქი იყოს თამაზ მეჭიაურისთვის მშობლიური მიწა...

იმქვეყნად შევხვდებით, თანამოაზრევ!!!

P.S. ტარიელ ხარხელაურს ბევრ რამეში ვეთანხმები - სულ უფრო ცოტანი რჩებიან სააქაოს ღირსეული ადამიანები, თითქოს სიყალბის ბინდი გადაეფარა ქვეყანას. ნიჭიერებას და ღირსებას დანახვა და მოფრთხილება ამქვეყნად უნდა, თორემ ყველა იმქვეყნად წასვლას მოინდომებს...

ფეისბუქპოსტი სრულად იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება