მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში და ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, 71,7 პროცენტს შეადგენს.
მათი პროცენტული წილი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა, 21.7 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 5.0 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.5 პროცენტი.
მათივე ინფორმაციით საქალაქო ტიპის დასახლებებში უფრო მეტად გავრცელებულია სწავლების დისტანციური ფორმა სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით, საკლასო ოთახში სწავლების ფორმის უფრო მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება სასოფლო ტიპის დასახლებებში, საქალაქო ტიპის დასახლებებთან შედარებით.
გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტების 97,3 პროცენტს მიაჩნიათ, რომ 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება, დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 0.7 პროცენტი, 1.6 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება, ხოლო 0.3 პროცენტი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 57.8 პროცენტი კმაყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა