მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას გვიზიარებს.
ნოველა, რომელსაც „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ჰქვია, შვილმკვდარი დედის ისტორიას გვიყვება. ნინო დოხტურიშვილი აღწერს იმ დღეს, როდესაც მთავარი პერსონაჟის - ნანას ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“
„სახლში დაბრუნებულ თამარს კარის ზღურბლთან ანის ხმა მასპინძელივით შეეგება..
ჩუმად, ჩუმად იყავი, ბავშვს სძინავს??
თამარი შეკრთა, გაირინდა და უსიტყვოდ გასწია საძინებლისკენ, საითკენაც მშობლის შეძრწუნებული მზერა მიუთითებდა.
საგულდაგულოდ დალაგებულ, თეთრ გაფითქინებულ ბამბის ქულაში ბავშვს ეძინა. მისმა მშვიდმა გამომეტყველებამ დააბნია, შიში და გაკვირვება ერთდროულად დაუტრიალა ყოველდღიური შრომით გადაღლილ გონებაში. ჩვილს მაჯის ცემა შეუმოწმა ... ცოცხალია! გაიფიქრა და შვება იგრძნო!
- დედა ეს ვისი ბავშვია?
- ჩვენი დედიკო, შენ კიდევ ამბობდი რომ ნიკოლოზი დაიღუპა, მიგვატოვა და ცაში გაფრინდა. აი, ხომ ხედავ, შეცდი. თუ არ გჯერა, შეგიძლია მოეფერო, ოღონდ ახლა არა, თორემ გამიღვიძებ ვაივაგლახით დაძინებულ ბავშვს.
ნანას სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ მოპირდაპირე ბინიდან კივილის ხმა შემოესმა...
- სად არის ჩემი შვილი???
- დედა ბავშვი საიდან მოიყვანე, გამაგებინე რას ჩადიხარ? რა გემართება? იქნებ ამიხსნა...
- თქვენს სიცოცხლეს გეფიცებით, არაფერი დამიშავებია. ეს შენი ძმაა, ნუთუ არ მოგენატრა? ნუთუ არ გინდა მისი ნახვა?
- რას ამბობ დედა?? ჩემი ძმა დაიღუპა, აღარ არის, გესმის? შეეგუე ამ ამბავს, გააგრძელე ცხოვრება ამ სიმართლით!
გაბრაზებულმა თამარმა დაძინებული ჩვილი რუდუნებით აიყვანა ხელში და დედის ხვეწნის მიუხედავად, სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა მეზობლის კარისკენ. ატირებული ქალი კი გარედან ჩაკეტა, მტკივნეულად გაათვიცნობიერა, რომ მისი ნაღველი ყველაზე ნაკლებად გასათვალიწინებელი იყო იმ გაუსაძლის წუთებში.
მეზობლის კარების ზღუბლს როგორც კი გადააბიჯა, მაშინვე იგრძნო იქ დატრიალებული სიმწარე. გაახსენდა რამდენიმე თვის წინ მომხდარი ტრაგედია. უხილავი მარწუხებით დააკავშირა ერთანეთს და რომ არა ქალის შეშინებული კივილი, უფრო მეტად შეესიხლხორცდებოდა წარსულის მოგონებებს... განწირულმა მზერამ გამოაფხიზლა, რეალურ ცნობიერებას დააბრუნა. იმედდაკარგული დედა გაშმაგებული ნადირივით მივარდა გოგონას, ბავშვი მყისიერად გამოგლიჯა ხელებიდან, თითქოს ქვეცნობიერად იგრძნო საკუთარი შვილი და როდესაც სამშვიდობოს დაიგულა უმწეო არსება, შემოდგომის ფოთლივით მიესვენა იატაკზე. გადატანილმა განცდებმა დაასუსტა, გამოფიტა....
ახალგაზრდა ქალი ტიროდა და ბავშვს სახეს, სხეულს უკოცნიდა... გულში მონატრებით იკრავდა - ცოცხალი ხარ დედი? მე კი მეგონა... აქ თავს იმის უფლებაც კი არ მისცა, რომ საკუთარი ნააზრევი ხამამღა წარმოეთქვა. თამარი უყურებდა ამ სცენას და სიხარულისგან მთელი სხეული უკანკალებდა - ნეტავ ნიკოლოზიც ცოცხალი იყოს.
უკან გამობრუნებას რომ აპირებდა მაშინ მოეგო ქალი გონზე, ფეხზე ვაივაგლახით წამოდგა და გოგონას ქარიშხალგადატანილი, ამღვრეული თვალებით შეხედა. ახლა მივხვდი რა არის ის დანაკარგი, რამაც სიცოცხლე გაუსაძლის ყოფად გიქციათ, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და მომხდარზე რეაგირებას არ ვახდენ... ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს დღე თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ეს კი შენი დროული გამოჩენის გამო მოხდა, თამარ ისაც გაათვიცნობიერე, რომ ნანა ცუდადაა, მკურნალობა ესაჭიროება.
გოგონამ მოწიწებით წარმოსთქვა იმედადმოტოვებული სიტყვები - არა მგონია რამე დაეშავებინა ჩვილისთვის.
- მე უკვე არაფერი მწამს მისი. შვილის ტკივილით გამოწვეული განცდა ძნელი გასაათვიცნობიერებელი და მოუშუშებელი ტკივილია! გეხვეწები დაეხმარე, იქნებ, შეძლოს ცხოვრების რეალურად აღქმა... მისი სახით საუკეთესო მეგობარი და მეზობელი დავკარგე...უშველე რამე გთხოვ!
- მესმის...დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის...
- მადლობა შენ რომ შვილი დამიბრუნე და უბედური არ გამხადე!
უკან გამობრუნებული მიხვდა, რომ დედა სულ მარტო იყო სახლში და ფანჯრის დარაბებიც ღია დატოვა.
-ღმერთო დედა! - შეშინებული გაემართა სახლისკენ.
კარი სულგანაბულმა გააღო, საკუთარი შვილის ფოტოს ჩაბღაუჭებული ნანა, მხეცივით ღრიალებდა...ისევ ის რეალობა დაუდგა თვალწინ, ისევ იმ მოუშუშებელმა ჭრილობებმა გაუხსენა გაუსაძლისი ტკივილები.
- ნეტავ იცოდე როგორ დავიღალე ასე ცხოვრებით, ნეტავ გრძნობდე ჩემს ვარამს, მეც ხომ შენი შვილი ვარ, მე რატომ არ მიფრთხილდები, რატომ? ჭკუიდან გადამიყვან! დედა... იძულებული ვიქნები სახლში ჩაგკეტო, უკვე მეზობლებისთვისაც საშიში გახდი, როგორ მოვიქცე, რა გიშველო???
- ჩემს შვილთან წამიყვანე...
- სად, დედა, სად??
- იქ, სადაც ნიკოლოზია...
ამ დროს თითქოს გაუნათდა თამრიკოს გონება, საოცარმა აზრმა გაუელვა გონებაში....კარგი წაგიყვან - უთხრა დიდი სიმტკიცით და მზადებას შეუდგა.
დედამაც გახარებული შეხედა გოგონას და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა.
მეორე დღეს ზღვისპირა ქალაქში გაემართნენ, ავტომობილის უკანა სავარძელზე დედას მიუჩინა ადგილი. უსაფრთხოებისა და სიმშვიდის მიზნით, საგულდაგულოდ ჩაკეტა. მინის საშუალებით ყოველ მის ქმედებას აკვირდებოდა, თუმცა საინტერესო არაფერი დაულანდია, მას მხოლოდ ზეწარში გახვეული თოჯინა ადარდებდა და საგულდაგულოდ ეფერებოდა.
-დედა, გახედე რა ლამაზი ბუნებაა, ნახე როგორ გიხმობს გარემო სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გაიხარე, გალაღდი, ისევ დაიბრუნე ის მშვენება, რაც ათინათივით დაგთამაშებდა სახეზე, ის მომაჯადოვებელი ღიმილი დაიბრუნე, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მომენატრა.
გოგონას ცრემლები გადმოუგორდა ამ სიტყვების წარმოთქმისას, თუმცა დედის რეაქცია უსიცოცხლო და არფრისმთქმელი იყო, ამიტომ თამრიკოს მთელი გზის განმავლობაში, არაფერი უთქვამს, ასე მშვიდად და წყნარად იქარვებდა დარდსა და ნაღველს.
დედა-შვილი როგორც იქნა, ჩავიდნენ ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზის ჩასვლას ტალღების საამო რწევა ანარნარებდა, წყლის უდრტვინელ გმინვას კი ადამიანების საამო ყოფა გასდევდა უცვლელ ფონად.
ერთ-ერთ დასასვენებელ სასტუმროში დაბინავების შემდეგ, აღარც დაუყოვნებიათ, ისე გამოემართნენ სანაპიროსკენ.
თამრიკო ქვიშაზე წამოჯდა და შვება იგრძნო, დედას სიყვარულით გადახედა - ნახე, რა ლამაზია ცისფრად მოლივლივე ზღვა... შენ ხომ გიყვარს აქ ყოფნა? უფრო სწორად, გიყვარდა იქამდე სანამ... აქ ჩუმი ნააზრევი შეწყვიტა, შეკრთა, შეეშინდა წარსულის ამოტივტივების.
- მთავარია ჩემს ნიკოლზს მოეწონოს, ახლა დავაძინებ და მერე შევალ წყალში... თუმცა არა! მარტო ვერ დავტოვებ!
- არაფერი მოუვა, წამოაწვინე და ჩვენ გავგრილდეთ კარგი?
გოგონა აჰყვა დედას, საკუთარი ოცნებების ლაბირინთებში.
-კარგი, მაშინ დამელოდე...
გოგონა მკვირცხლად წამოდგა ფეხზე, დედას ხელი მოჰკიდა და ნელი ნაბიჯით გაემართა ლურჯი, მოლივლივე ზღვისაკენ. უეცრად, ქალს წყლის შეხებისას მზერა გაეყინა, გეგონება ყინულოვან ოკეანეში შეცურაო, მისდევდა შვილს და თან გაოგნებული უყურებდა სიღრმეს, რომელიც ფსკერიკენ მიაქანებდა, წყლის ზედაპირი კი უგულოდ დასთამაშებდა გულპირზე... მერე, თითქოს, მიხვდა რაღაცას, იკივლა და ნაპირისკენ მიბრუნდა.
- აქ ჩემი შვილი იყო... აქ ჩემი შილი იყოოო...
- დედა, სად მიდიხარ?
ქალის დაწყნარებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, ის ხელს იშვერდა ზღვის შუაგულისკენ და შვილის დაბრუნებას სთხოვდა ფრთაშესხმულ ტალღებს... გოგონა მიხვდა, რომ აქ მისი დამშვიდების გზა მხოლოდ ერთ ცნებაზე გადიოდა, სასწრაფოდ აიღო შეხვეული თოჯინა და დედას ხელებში ჩაუსვენა, აი, შენი შვილი, რა განერვიულებს?
ქალი დაწყნარდა, უეცრად გარდასახა ფიქრები და შვება იგრძნო.
ძვირფასი სამკაული, ფერადი სამკაული, პატარა თმახუჭუჭა ბიჭი გაბრწყინებული თვალებით წამოადგა უშფოთველად წამოწოლილ ქალბატონებს.
თამრიკომ უხალისოდ შეხედა მომხვდურს.
- რა გინდა?
- შეიძინეთ სამკაული...
- რა ღირს ?
- აი, ფასიც ზედ აწერია.
- კარგი, მაშინ ეს წითელი მძივი მომეწონა და ეგ მომეცი.
ბიჭმა გადასცა ნაყიდი ნივთი და თოჯინით წამოწოლილ ქალს თვალი არ მოაშორა.
- ეს რა არის დეიდა??
- წადი, წადი, უკვე გვიანდება იქნებ, კიდევ რამე გაყიდო?
- ეს ბავშვია? - არ ეშვებოდა ბიჭი.
- დიახ, ეს ჩემი შვილია ვაძინებ ..
- მართლა?
- მაგრამ ის ხომ?? -თამარის მკაცრმა გამომეტყველებამ ბიჭს სათქმელი დაავიწყა, თითქოს მიუხვდა კიდეც გულის ტკივილს.
- საოცრად ლამაზი შვილი გყავთ ქალბატონო....
გოგონას მოეწონა გამყიდველის კეთლგონიერება.
დიდი სითბოთი გადაუსვა თავზე ხელი და ამით აგრძნობინა თავისი კეთილგანწყობა.
გულისხიერებამ დაახლოვა ეს სამი ადამიანი, ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ბიჭი უსიტყვოიდ ათვითცნობიერებდა დამსვენებლების გამოუთქმელ დარდს, ქალბატონს განსაკუთრებით უთანაგრძნობდა ხოლმე, პატარა თოჯინასაც ჩვილი ბავშვივით ატარებდა სანაპიროზე. ასეთი ადამიანური საქციელით ულამაზებდა ქალბატონებს ყოფას... ეს იყო საძირკველი, რომელსაც ხარაჩოებად ედგა სითბო და სიყვარული. ბიჭუნას გამოჩენას ყოველდღე მოუთენლად ელოდნენ. ისინი ერთად იკვებებოდნენ, საუბრობდნენ, იღიმოდნენ.
ერთ დღესაც პატარას ლოდინში შემოაღამდათ და მის გარეშე სანაპიროს დატოვება არ სურდათ. გამყიდველი შებიდნებისას გამოჩნდა, თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა...
- რაო ჩემო კარგო, ვინ გაწყენინა??
- ქალბატონო, ცუდად არის ჩემი საქმე, ჩემს ძმას მოვლელი აღარ ყავს.
- ვიის?? ეგ როგორ?
- დედა ვერ მოუვლის??
- დედა?! - ბავშვმა ირონიულად ჩაიცინა და სიცილს ტკივილი ამოაყოლა ...
- დედა არასოდეს მყოლია, მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვართ!
- ღმერთო, დამეხმარე ხმამაღლა გაიფიქრა ბავშვმა და იქვე თოჯინის გვერდით ჩამოჯდა.
- აბა, ვინ უვლის შენს ძმას?
- მომვლელი მყავდა, ახლა თბილისში მიდის, ბავშვი უპატრონოდ მრჩება, მე ხომ ვმუშაობ, მე რომ მოუარო, მერე საჭმელს ვინ მიუტანს?
- რამდენი წლისაა შენი ძმა?
- წლინახევრის ...
- მოდი, გინდა ჩვენთან მოიყვანე? და დღეს ჩვენთან დარჩით.
ბიჭუნას თვალები გაუბრწყინა, რამდენი ხანია ასეთ სითბო არ უგრძვნია არავისგან, იმ წუთას მინდობილმა თავისი ნივთები ქვიშაზე დაყარა და ძმის მოსაყვანად გაემართა.
იქვემდგარი შუახნის ქალი დაინტერესდა ბიჭის მდგომარეობით და მოწიწებით იკითხა მისი ამბავი დამსვენებლებთან...
-ჩვენს ირაკლის ხომ ყველაფერი რიგზე აქვს?
გოგონა მიხვდა, რომ სწორედ იმ გამყიდველ ბიჭზე იყო საუბარი.
- დიახ, ძმის მოსაყვანად წავიდა..
- ეეხ, საცოდავი ბავშვი, იცით რა კეთლშობილი ადამიანია? დედამისმა სამი წლის მიატოვა და ქუჩაში გაიზარდა. ხან ვინ აწვდიდა საჭმელს და ხან ვინ, არავინ ჰყავს ახლობელი, კეთილი ადამიანების გარდა. სწორედ მათი დახმარებით, ერთ პატარა ოთახშია შეკედლებული და თავს საკუთარი შრომით ირჩენს!
- კი მაგრამ ძმა ხომ ყავს?
- ოოო, ესაც მაგისი კეთილი გულის ამბავია...
- ამბავი?!
- რა საოცარია... სწორედ ამ ადგილას ვიმყოფებით, სადაც ეგ ამბავი მოხდა...
- რა ამბავი ?!
- სწორედ ამ ადგილას - ქალბატონმა მიმოიეხადა, რათა უფრო მეტად დარწმუნებულიყო საკუთარი სიტყვების სიმართლეში და განაგრძო.
- ზაფხულის საღამოს, როდესაც სანაპიროზე კანტიკუნტად იყო შემორჩენილი ადამიანები, ირაკლის ბავშვის ტირილი შემოესმა, მიუახლოვდა და დაინახა ქვიშაზე უმოწყალოდ დატოვებული ექვსი თვის ბავშვი როგორ ღნაოდა. პატარა ძლივს იღებდა ხმას, მთლად გაყინული, დაუცველი იყო. ირაკლის შეეცოდა, სახლში წაიყვანა, საკვები და მოვლა-პატრონობა არ დააკლო... ყველას გვეგონა, რომ ბავშვი დაიღუპებოდა, მაგრამ არ მოხდა ასე, ეს პატარა ბიჭი მშობელი დედასავით ზრუნავდა პატარაზე.
თამრიკო გაოგნებული უსმენდა მთხრობელს, მერე დედის მზერას მოჰკრა თვალი, დაინახა, რომ მის თვალებში სიცოცხლის სხივი ლივლივებდა... დედა ხელებში ჩაუვარდა უცნობ ქალბატონს, გულში ჩაიკრა, მერე გოგონას შეხედა და ამ შეხედვამ ყველაფერი უსიტყვოდ წარმოსთქვა...
- თამრი ის შეიძლება...??
- არა, დედა, არა, შეუძლებელია, ის ხომ დაიღუპა...
- ნახე შენ გარდაცვლილი?
- თამრიკო დაფიქრდა...არა, არ მინახავს!
ამ დროს კი სანაპიროს წითური ბიჭი მოუახლოვდა პატარა ძმასთან ერთად ... მიიყვანა ბავშვი, ქვიშაზე დასვა და ის თოჯინა მისცა სათამაშოდ, რომელიც ქალბატონს ყავადა ჩახუტებული. ნანა გაოგნებული შესცქეროდა თავის ორეულს. დიახ, ეს პატარა ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნანას. მერე, უნებურად, მიმოიხედა საღი გონებით, გაათვითცნობიერა, რომ ის სწორედ იმ დაწყევლილ ადგილას იდგა, სადაც მოვარდნილმა ტალღებმა ხელიდან წაგლიჯეს საკუთარი შვილი. აქ დაიწყო მისი ტრაგედიაც... ბავშვი თავისი ნებით მივიდა ნანასთან, ხელი ბაგეებზე დაადო და ამით ალერსი აგრძნობინა. დედამ დაინახა, რომ ხელის გულზე პატარა ნაიარევი ჰქონდა - ეს კი მაკრატლით მიყენებული ჭრილობა იყო, ფრჩხილების დაჭრის დროს, სრულიად მოულოდნელად რომ მიაყენა. მხოლოდ ღმერთმა იცის რამხელა ნერვიულობა გადაიტანა ნანამ იმ დღეს, თუმცა მერე კი გულის დასამშვიდებლად გაიძახოდა, ეს ჩემი შვილის ნიშანია, ამას მილიონობით პატარაში გამოვარჩევო!
ატირებული მუხლებში ჩაუვარდა წითურს, ხელები დაუკოცნა. ის კი ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს... დედამ ნანატრი შვილი გულში ჩაიხუტა, დაკოცნა. ახლა იგრძნო, რომ სიცოცხლეს ჰქონია აზრი, რომ ტყუილად არ უცხოვრია.... ღმერთო, პატარა მე შენ დაგტიროდი, შენ კიდევ ანგელოზის ხელში ყოფილხარ ჩემო ცხოვრება... სანაპიროზე აღარვინ იყო, ამ დიდი ოჯახის გარდა, რომელსაც მზის ჩასვლა დიდი ბენიერების ამოსვლას უწინასწარმეტყველებდა.
წითურმა შიში იგრძო, პატარას ხელები დაავლო და გაქცევა განიზრახა, თამრიკომ შეაკავა, მიუალერსა - საით მიდიხარ? ეს ჩემი ძმაა და მე მას არ დავთმობ!
ახლა შენ და ნიკოლზი ხართ ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ძმები... ახლა მე არ გაგიშვებთ არსად, დედამ სამივე შვილი გულში მჭიდროდ ჩაიკრა, რათა უფრო მეტად ეგრძნო ღვთისგან ბოძებული ბენდიერება, თოჯინა კი წყალს გაატანა ნიშნად ბედნიერებისა და სიხარულისა“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...