სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა პედაგოგებისთვის ტრენინგები დაიწყო
21-02-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა“ სკოლაში დასაქმებულ სპეციალურ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კურსს სთავაზობს. ტრენინგები დისტანციურად ჩატარდება და 21 თებერვლიდან მაისამდე გაგრძელდება. მასწავლებლის სახლი ტრენინგის გავლის მსურველებს მოუწოდებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცცენტრს დროულად მიმართონ.

„სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი“, რომელიც ექვსი მოდულისაგან შედგება, ინკლუზიური განათლების მიმართულებით შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • სწავლისა და განვითარების თეორიები
  • მოსწავლის განვითარება და განვითარების დარღვევები
  • მოსწავლის შეფასება
  • ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავება
  • ადაპტირებული გაკვეთილის ჩატარება
  • რთული ქცევის მართვა

კურსის პირველი ეტაპი 2022 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, კურსი ონლაინ ფორმატში Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის სახლის ინიციატივით საქართველოს სკოლებში დასაქმებული ყველა სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუვლია აღნიშნული კურსი, მიმდინარე წელს ჩაერთვება პროცესში.

მასწავლებლებმა, რომელთაც გასავლელი აქვთ „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსის“ კონკრეტული მოდული, დროულად უნდა მოგვმართონ შემდეგ ელ-ფოსტებზე: torvelashvili@tpdc.ge, tkhositashvili@tpdc.ge“, - წერია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება