დიდი დმანისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა კომიქსები შექმნეს
21-02-2022
დაკოპირებულია
-
+
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები მუდამ აქტიურად და ამავე დროს შედეგიანად ცდილობენ თითოეული ახალი გაკვეთილი საინტერესოდ წარმართონ და მოსწავლეზე მაქსიმალურად იყოს მორგებული. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი კი მეორეკლასელების მიერ თემაზე - „ძველი კალოში“ შექმნილი საინტერესო კომიქსებია.
აღნიშნულ მეტად საინტერესო აქტივობასთან დაკავშირებით სკოლა დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩვენ, პედაგოგები ვცდილობთ ყოველი ახალი გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ წარვმართოთ. იყოს თანამედროვე და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული. ამისთვის კი, გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება ხდება. ერთ-ერთი აქტივობა არის კომიქსების შექმნა. მისი გამოყენება მოსწავლეებში ზრდის ინტერესს და მოტივაციას. მათ უვითარებს აზროვნების, ფანტაზიის, ტექსტის უკეთ გაგება/გააზრების უნარს. ასევე, უკეთ ახერხებენ პერსონაჟების ქცევის შედარებას, შეფასებას და დახასიათებას. მოსწავლეებმა გამოიყენეს თანამედროვე ტექონოლიგებიც, „ვსწავლობ თამაშის“ გამოყენებით კომიქსები შექმნეს“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.