მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მოხალისეთა კლუბის აქტიური წევრი გახლავთ. შესაბამისად, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული.
ახლახანს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, თემაზე - „სამოქალაქო უსაფრთხოების წესები“ საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა. თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგს ახალგაზრდობის ცენტრის მოხალისეთა კლუბის წევრები: რომან სურმანიძე, ზეინაბ აკვაზბა და თიკო მიქელაძე, უძღვებოდნენ.
რომან სურმანიძის თქმით, ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს მოხალისეებმა - მიწისძვრის, წყალდიდობის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს რეკომენდებული უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ასევე, მონაწილე ახალგაზრდებს სხვადასხვა თვალსაჩინო ილუსტრაციები შესთავაზეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
დისტანციურ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ლამარა კოხრეიძე და პედაგოგები შემოუერთდნენ.
შეხვედრის სპიკერები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ფასიანი საჩუქრებით წახალისდებიან.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ