სიახლეები
პიროვნება

„სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და გამუდმებით უნდა ფიქრობდეს განახლებასა და გადახალისებაზე“ - სერგო ხოზრევანიძე, სალიბაურის N2 სკოლის დირექტორი
21-02-2022
-
+


„როგორც დირექტორს, მახარებს, რომ, სკოლაში სუფევს თანამშრომლობითი, მეგობრული და მზრუნველი გარემო, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ“,- ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- არის „სწავლა-სწავლება“, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას - ეს ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას. 

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- არის ის, ვინც ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით გეგმავს თავის მომავალ ცხოვრებას და დამოუკიდებლად იძენს ცოდნას მასწავლებელთა ფასილიტაციის გზით.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .

- ისეთი გარემო, სადაც ბავშვს უხარია მისვლა, როდესაც სკოლას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და გათავისებული მიზანი, რომ მოსწავლეს ამზადებს არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ის გამუდმებით უნდა ფიქრობდეს განახლებასა და გადახალისებაზე, უნდა იზრუნოს, რომ სწავლის პროცესი ნებისმიერი მოსწავლისთვის საინტერესო  იყოს.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ …

- სკოლაში სუფევს თანამშრომლობითი, მეგობრული და მზრუნველი გარემო, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- საინტერესო აზრები და პასუხები შეკითხვებზე, რომლებზეც ბევრი მიფიქრია, ვერ გადამიჭრია და თურმე ჩემს კოლეგებს რა მარტივი გზები უპოვიათ მათ გადასაწყვეტად. სკოლა ის ადგილია, სადაც ყველა შენს აზრს მეგობრულად ეცნობა, პასუხობს და აკრიტიკებს. შენ იძენ კრიტიკულ მეგობარს, რომელიც გაძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს. კოლეგებისათვის ღირებულია თითოეული გამოცდილი პედაგოგის რჩევა, გამოსავლის ერთად პოვნა და პროფესიული ზრდა. კოლეგები არიან ცალსახად ერთობლივი მიზნებით გაერთიანებული და ერთმანეთის შესაძლებლობების პატივისცემა, ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობაა.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- მიიღო ყველა საჭირო ინფორმაცია, აქტიურად ჩაერთო ცხოვრებაში და არ მისცე საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. არსებობს უამრავი პროექტი, გაცვლითი პროგრამა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები. სწორედ ტრენინგებია ის ადგილები, სადაც კოლეგებისაგან ფასდაუდებელ ინფორმაციებს ღებულობ. ჩვენი პროფესია ჩვენი ნაწილია. ასე, რომ შევცვალოთ ჩვენი პროფესიის კლიმატი, ტრენინგები კი ამისათვის საუკეთესო ხერხია. 

- იმედი მაქვს, რომ. . .

- ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს და ეს პანდემია მალე დასრულდება. ჩემი ყველა მოსწავლე ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს იპოვის და პროფესიაში თავს დაიმკვიდრებს. ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული თაობა გვყავს და მსურს, საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალება მიეცეთ. ჩემს მოსწავლეებსა და პედაგოგებსაც ვეტყოდი, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, შეიცნონ სამყარო, საკუთარი პროფესია, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება