სიახლეები
სკოლები

„პედაგოგი, რომელმაც იცის, რა ასწავლოს, როგორ ასწავლოს და რატომ ასწავლოს“ - გაიცანით, ქობულეთის N3 სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მამუკა სურმანიძე
21-02-2022
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლა პედაგოგის მამუკა სურმანიძის შესახებ მომზადებულ სტატიას გვიზარებს.

მამუკა სურმანიძე სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია. ამავდროულად, იგი  მე-5 კლასის ხელმძღვანელიცაა. ის თავისი საქმის განსაკუთრებული სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. 

მისი მოსწავლეები საგანს კარგად ითვისებენ და წარმატებებიც აქვთ.

„ისე აღზარდე შენი შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება...’’,- ამ შეგნებით აღზარდა ქალბატონმა მაყვალა ვერულიძემ შვილები, რომლებსაც მოყვასის სიყვარული, მეგობრობის ფასი, შრომის სიქველე, ხელოვნების  ტრფობა და უზადო სიკეთე ჩაუნერგა...

მართლაც, რანი ვართ ქართველები... და, რა გასაკვირია, რომ ამ ოჯახში აღზრდილმა ახალგაზრდამ, მამუკა სურმანიძემ, სულ ორ წელიწადში ღირსეულად დაივანა N3 საჯარო სკოლაში და დედის დანატოვარი საუნჯე საგოგმანებელ ხატად აქცია.

ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ადვილად შეამჩნევ ქცევაში ზრდილობას, საქმეში სიმართლეს, სიარულში სიყოჩაღეს... ახალგაზრდა - თავდაჯერებული, პირდაპირი, ობიექტური, შრომისმოყვარე... მოკლე დროში დიდი ოჯახის-სკოლის  საიმედო ბურჯი და საყრდენი გახდა.

პედაგოგი, რომელმაც უყოყმანოდ შეითავსა მე-5 კლასის ხელმძღვანელობა...

პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლებაზე გადასული კლასის გაცნობა, შეგუება რთული, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა დამწყები კლასის ხელმძღვანელისთვის.

ბავშვებმა და მშობლებმა დროულად შეამჩნიეს, დაინახეს  და აღიარეს მათი შვილების მომავლისთვის გულანთებული პედაგოგი და ნდობა გამოუცხადეს...

პედაგოგი, რომელმაც იცის, რა ასწავლოს, როგორ ასწავლოს და რატომ ასწავლოს საგანი - ხელოვნება. პედაგოგი, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის საჭიროებას და  მზაობას.

 სწორედ ამის შედეგია უმოკლეს დროში მისი მოსწავლეების მიერ მიღწეული მრავალი წარმატება: მე-10 კლასის მოსწავლე დავით ვერულიძის ნამუშევრმა RIAFI-ის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა გამარჯვება; თურქმენეთის საერთაშორისო კონკურსზე  წარმატებული  იყო მე-10კლასის მოსწავლე ანა ფუტკარაძის ნამუშევარი. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში სერთიფიკატები მიიღო მე-6 კლასის თერთმეტმა მოსწავლემ. ამავე კლასის ასევე თერთმეტი მოსწავლის ნამუშევარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე - „დახატე ისტორია“- ორმოცდაათ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თერთმეტივე მონაწილე დიპლომებით დააჯილდოვა.

 პედაგოგი პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახერხებს სხვადასხვა აქტივობებით, კერძოდ: ეცნობა შესაბამის ლიტერატურას, ესწრება კოლეგებს და ახდენს ჩართულ, თუ ფოკუსირებულ დაკვირვებას, ქმნის სასწავლო რესურსებს, გეგმავს სასწავლო თუ სოციალურ პროექტებს, სპეციალურად შემუშავებული პროგრამით დამატებით მუშაობს მოსწავლეებთან სასწავლო- ეროვნულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად; ორგანიზებას უწევს ან მონაწილეობს კოლეგების სამუშაო შეხვედრებში, კოლეგებთან  ერთად გათავისებული აქვს საერთო ღირებულებები და ნორმები; აცნობიერებს სკოლის საერთო მიზნებს და თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიზნების მისაღწევად; შეუძლია კონსტრუქციული დიალოგი; იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას; უშურველად  უზიარებს კოლეგებს  საკუთარ პედაგოგიურ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პედაგოგის  ხელმძღვანელობით  მე-5 კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება - ,,შთაბეჭდილებები და ემოციები’’. სწორედ აქ მიღწეული შედეგები მამუკა  სურმანიძემ წარმატებულად გაუზიარა კოლეგებს აჭარის მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე, სადაც მისმა თემამ  მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

პედაგოგი განსაკუთრებულად ზრუნავს ხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებზე და მათი ხატვის წრეში მუშაობით ცდილობს მოსწავლეთა თავისუფალი დროის სწორად და შინაარსიანად ორგანიზებას. ხელს უწყობს  მოსწავლეების ჩაბმას შემოქმედებით საქმიანობაში და ამ გზით მათთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარებას...

ღმერთო! რამდენი რამ ტრიალებს გონებაში. მინდა არაფერი გამომრჩეს, რადგან, როცა გვერდით საუკეთესო მეგობარი და კოლეგა გყავს, საშიში აღარაფერია, მხოლოდ გაფრთხილება და თანადგომა  სჭირდება ასეთ  პედაგოგს.

ჩემო უმცროსო მეგობარო, დაე, შენი ცხოვრების ყოველი წამი სავსე იყოს სიკეთით, მადლიერებითა  და სიყვარულით; მე თქვენი მწამს და მჯერა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ სტატიაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება