მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, რომლის დანერგვაც სკოლებში მიმდინარეობს, გათვალისწინებულია მოსწავლის გლობალური ფუნქციური უნარების განვითარება, მათ შორის „ჰოლისტური“ მიდგომაც, როგორც განათლების მიზანი. აღნიშნული საკითხი, სხვა ცვლილებებთან ერთად რეფორმის ფარგლებში კოგნიტურ ფსიქოლოგიას, განათლების ფსიქოლოგიასა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს ეფუძნება.
„ჰოლისტური მიდგომა გვეუბნება, რომ ყველა მოსწავლე თავად არის საკუთარი ცოდნის კონსტრუქტორი, მასწავლებლები არიან ამ ცოდნის მხარდამჭერი, ხელშემშველებელი და რაც მთავარია, ჩვენ ვამბობთ, რომ ნიჭი და უნარი ყველგან არის, არ არის აუცილებელი ველოდოთ აბსოლუტურ განათებებს და ზეციურ ქმნილებებს, თითოეუელ მოსწავლეში არის ნიჭი და თავისებურება, მთავარია აქედან ამოვიდეთ“, -აცხადებს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ია აფთარაშვილი.
მისივე თქმით, მოსწვლის ჰოლისტური განვითარების პროცესში მთავარი კითხვა უნდა იყოს რას ველით მოსწავლისგან და შესაბამისად სწავლების პროცესიც აქედან უნდა გამომდინარეობდეს.
სწავლების პარადიგმა, ჰოლისტური მიდგომა გვეუბნება, რომ ცოდნა არსებობს ინდივიდის გონებაში და ის ყალიბდება ინდივიდუალური გამოცდილებით, ცოდნის კონსტრუირდება მოსწავლის მიერ, სწავლა არის თანამშრომლობითი და ურთიერთობაზე დაფუძნებული, სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული და კონტროლირებადი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა