სიახლეები
სიახლეები

„ემისი“ მასწავლებლებს შეცდომებზე მიუთითებს  - დეტალები
22-02-2022
-
+


ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისას პედაგოგებს სხვადასხვა კითხვები ხშირად უჩნდებათ, რის გამოც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ხშირად მიმართავენ. „ემისი“ მასწავლებლებისთვის დეტალურ ინსტრუქციას ავრცელებს, რომელიც კითხვის სწორ ფორმულირებას ეხება და მას  etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„როდესაც გზავნით შეკითხვას, აუცილებელია კითხვაშივე ჩანდეს რა პრობლემა გაქვთ. ძალიან ხშირად შეკითხვები იგზავნება მსგავსი ფორმულირებით: „ერთ-ერთ კლასში/მოსწავლესთან”; „ვერ შევდივარ ჟურნალში“, „ვერ ვწერ შეფასებას” და ა.შ. არ ჩანს, რომელი სკოლაა, კლასია, საგანია, მოსწავლე/მასწავლებელია ან რატომ ვერ გადიხართ ავტორიზაციას პაროლი დაგავიწყდათ, რამე შეტყობინება გამოდის თუ ა.შ. კითხვა თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რათა მაქსიმალურად დროულად მოხდეს დახმარების გაწევა. ასევე, გაითვალისწინეთ კითხვის დასმის ფორმულირება, რომელიც ბმულზე დეტალურად და დაწვრილებითაა მოცემული.

როდესაც ჯგუფში გზავნით შეკითხვას ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით, რომელიც მონაცემის გადამოწმებას საჭიროებს, აუცილებელია, რომ შეკითხვაში ჩანდეს კონკრეტული ინფორმაცია. ძალიან ხშირად არაა დაკონკრეტებული არც მასწავლებლის ელფოსტა, სკოლა, არც კლასი, არც საგანი და ა.შ. შესაბამისად დამატებითი კითხვების საშუალებით გვიხდება ამ ინფორმაციის თქვენგან მიღება. (ზოგჯერ პასუხიც არ ბრუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად მიიღოთ თქვენს შეკითხვაზე პასუხი ან საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნოს ტექნიკურ ჯგუფთან გადასამოწმებლად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული კითხვის დასმის ფორმულირება.

გთავაზობთ კითხვის დასმის ნიმუშს:

  • მასწავლებლის სახელი, გვარი:
  • მასწავლებლის ელფოსტა (რომლითაც შედიხართ ჟურნალში/თიმსში):
  • სკოლის დასახელება:
  • კლასის დასახელება:
  • საგანი:
პრობლემა: აღწერილი უნდა იყოს დეტალურად. მაგალითად, თუ არ გიჩანთ რომელიმე გაკვეთილი კალენდარში, შეკითხვაში უნდა ჩანდეს რომელ დღეს, რომელი კლასისა და საგნის გაკვეთილი არ გიჩანთ.

თუ არ გიჩანთ სიაში მოსწავლე, რომელი მოსწავლე არ ჩანს. თუ წაგეშალათ მონაცემები, რომელ რიცხვებში წაგეშალათ და კონკრეტულად რა. საჭიროების დროს პრობლემის უკეთ აღსაწერად ზემოთ ჩამოთვლილს დაურთეთ ფოტო (სრული, გასაგები და აღქმადი!). იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხის გაცემა, გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება