მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგონათა შორის ჭიდაობაში (ძიუდო) ოქროს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონატი 2005-2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ქალაქ გორში 18-19 თებერვალს გაიმართა, სადაც ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიკა ფოთელიძემ (44კგ) და ნინო დარჩიამ (57კგ) გამარჯვება არავის დაუთმეს.
გოგონები შეჯიბრისთვის სპორტის მასწავლებელმა ნანი კირკიტაძემ მოამზადა და მათ გამარჯვებაში დიდი წვლილიც მიუძღვის.
სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები გამარჯვებულ გოგონებს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სიხარულით ულოცავენ ამ წარმატებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ