მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული. Etaloni.ge ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ხობელიას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულია, ან უნდა ადამიანს გახდეს მასწავლებელი, ან არ უნდა; თუმცა თუ არჩევანზეა საუბარი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია გახდა უფრო პრესტიჟული, ვიდრე იყო ადრე.
- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- განათლების სისტემაში არის სკოლამდელი და დაწყებითი განათლების, ასევე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა დეფიციტი, ასევე დეფიციტია განათლების მკვლევარების კუთხით.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?
- საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა ერთ-ერთი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია მასწავლებლის კომპეტენციის შეფასებაში.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლების ხარისხი გაიზარდა, დაიხვეწა, უფრო პროდუქტიული გახდა და მე ვიტყოდი, რომ დაიმკვიდრა თავისი ადგილი განათლების სისტემაში.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?
- რა მასწავლა პანდემიამ, როგორც დირექტორს, ასე არ ვიტყოდი, მაგრამ უფრო მეტად დამანახა სკოლის საზოგადოების თითოეული წევრის საჭიროება, ამან კი უფრო შემაძლებინა პროცესების მეტად მოქნილი და ეფექტური მართვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს