სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლის ადმინისტრაციაში პროფესიონალი კადრის დეფიციტია, რადგან ანაზღაურება დაბალია“ - ცისანა ობოლაძე, ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წამყვანი სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორ ცისანა ობოლაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- საშუალოდ მიმზიდველია, რადგან, ერთის მხრივ, სკოლაში არსებული მშვიდი, თავისუფალი გარემო, მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება და ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი იმის გარანტია, რომ მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია.

მეორე მხრივ, მასწავლებლის დიდი პასუხისმგებლობა მოსწავლისა და მშობლის წინაშე (თამაშით ან სკოლის გარეთ სწავლებას ზოგი მშობელი ჯერ კიდევ არასრულფასოვან სწავლებად მიიჩნევს), კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინტერნეტის  სრული და მუდმივი გამართულობის აუცილებლობა, სასწავლო რესურსის მომზადება, საკუთარ თავზე მუშაობა და სხვა, საკმაოდ დიდ დროს, ენერგიასა და ხარჯს მოითხოვს. შესაბამისად, მთლად მიმზიდველიც ვერ იქნება.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- საკმაო დეფიციტია ადმინისტრაციული პროფესიონალი კადრების, განსაკუთრებით მთის სოფლებში, რადგან ანაზღაურება დაბალია. რაც შეეხება პედაგოგიურ კადრებს, ვფიქრობ, ხანდაზმულებისა და ახლების კომპეტენციები აბალანსებს ერთმანეთს („ძველები“ თეორიულ  მასალაში აოსტატებენ „ახლებს“, ახალგაზრდები კი ენერგიულები არიან და თანამედროვე მეთოდებს უზიარებენ ხანდაზმულებს).

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მიმაჩნია, რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავისი ხელფასის დამოუკიდებლად გამოანგარიშება, მოსწავლის ჩარიცხვის წესზე მშობლისთვის პასუხის გაცემა და ე.წ. სასკოლო კანონმდებლობის გააზრება. პროფესიულ უნარებზე მით უფრო, ამიტომ, გამოცდებიც მიზანშეწონილად მიმაჩნია.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- მიმაჩნია, რომ ონლაინ ჩართვები მასწავლებელმაც და მოსწავლემაც დაარეგულირა. თუ საზღვარგარეთ ქვეყნებიდან ნათესავებს კარგად ჩავერთვებით და საათობით ვსაუბრობთ, გაკვეთილზე რატომ არ უნდა იყოს იგივე ხარისხი? აქ, ვფიქრობ, მასწავლებლის ოსტატობის დეფიციტის გამო კნინდება დისტანციური სწავლების ხარისხი, თორემ, თუ მასწავლებელი ერთ დღეს დაავალებს რამდენიმე ვიდეორესურსის მოძიებას და მეორე დღეს გამართავს თითოეულზე დისკუსიას, რატომ არ იქნება საინტერესო? მაგრამ, აქ მასწავლებელმა თავად უნდა იცოდეს თითოეულის შინაარსი და ადებატოს მოსწავლეები.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- საკუთარ და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობა, შესაბამისად,  ე.წ. შიდა ვებინარების დაგეგმვა და წარმართვა, რაც სკოლის კულტურის ნაწილად უნდა ვაქციო, რათა პედაგოგთა მიერ სხვადასხვა ჯგუფებში მიღებული გამოცდილება სრულად გაზიარდეს, რაც არის სკოლის განვითარების გარანტი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება