მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის ეზოში დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია გამართეს.
სტუდენტები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას და ხარისხიანი განათლების მიღებას მოითხოვდნენ.მათი განცხადებით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სტუდენტებს ხარისხიანი, გადასახადის შესაფერისი განათლება მისცეს.
„ჩვენი უნივერსიტეტი ორი წელია მიმართავს უპასუხისმგებლობას, უნიათობას და თვალებში ნაცრის შეყრას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში რეგულაციები ერთი მეორის მიყოლებით იხსნება. დღეს მოისმინეთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ან შემსუბუქდა. ამ ყველაფრის ფონზე კი, უნივერსიტეტს სურს დაგვაჯეროს, რომ, თუ ჩვენ მშვიდობიანად აუდიტორიებში მოვისმენთ ლექციებს, მხოლოდ აქ არსებობს იმის საფრთხე, რომ პანდემია გამძაფრდეს. ამ ყველაფრის მოთმენა აღარ შეიძლება, ვინაიდან, კონსტიტუციით გარანტირებული ხარისხიანი განათლების მიღების უფლებას ვკარგავთ. ამ უფლებაში უხეშად ერევა ჩვენი უნივერსიტეტი იმის ფონზე, რომ სინამდვილეში სწორედ მანდ უნდა მოგვცეს ხარისხიანი განათლება.
ის ძირითადი მიზეზი, რომელის გამოც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კარი დაგვიხურა დღეს, ორი წლის შემდეგ აღარ არსებობს. შესაბამისად, სტუდენტები ვეღარ ვხედავთ იმის რეალურ მიზეზს, თუ რატომ გვართმევს ჩვენი უნივერსიტეტი იმის საშუალებას, რომ განვითარდეთ, მივიღოთ ხარისხიანი ცოდნა, მოვახდინოთ საკუთარი თავების საზოგადოებაში სოციალიზაცია და შევუქმნათ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არა მხოლოდ ჩვენს ოჯახებს არამედ, საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოს ბედნიერი, წარმატებული და განვითარებული მომავალი.
უნივერსიტეტისგან ვიღებთ სრულ უნიათობას, ცრუ დაპირებებს და ტყუილს. ყოველ ჯერზე, როდესაც სტუდენტებში რაღაც პროტესტი გაჩნდა, ჩვენ გვქონდა იმის სურვილი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო საუბრით და ერთგვარი დიპლომატიური მეთოდებით, თუმცა დღემდე ამ ყოველივეს არ გამოუღია შედეგი. შესაბამისად, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია იმის, რომ ვიდგეთ აქ და აქედან მივაწვდინოთ ხმა ცენტრალურ ადმინისტრაციას“, - განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი გელაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.