მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული.
Etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორს თემურ მიქელაძეს აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- დღეს კარგი პედაგოგი ნამდვილად დაფასებულია.
- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- დეფიციტი არის, თუმცა განათლების სამინისტრო ცდილობს კარგი კადრებით შევავსოთ სკოლა.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- გამოცდები ყოველთვის კარგია იმისთვის მაინც, რომ კარგი კადრებით შეივსოს სკოლები.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლება ცუდია, თუმცა როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, უძლურნი ვართ. გამონაკლის შემთხვევაში მაინც ვთქვათ, რომ შეიძლება.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- პანდემიამ მასწავლა, რომ დასწრებული სწავლება ყველაზე კარგია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან