სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

დაბრუნდებიან თუ არა სტუდენტები აუდიტორიებში - პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე
25-02-2022
-
+


საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში, პანდემიიდან გამომდინარე, სწავლა ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს, რის გამოც სტუდენტები პროტესტს გამოხატავენ და აქტიურად ითხოვენ სასწავლო პროცესმა აუდიტორიებში გადაინაცვლოს.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არსებული რეგულაციები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შემსუბუქდა, Etaloni.ge დაინტერესდა დაუბრუნდებიან თუ არა სტუდენტები პირისპირ სწავლებას, რის გასარკვევად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს დაუკავშირდა.

როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც საკოორდინაციო საბჭომ თავად უნივერსიტეტებს სწავლის ფორმატის არჩევის საშუალება მისცა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

- „თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვიყავით, როდესაც ვერბალური სწავლება ოფიციალურად გვეზღუდებოდა, როგორც კი საკოორდინაციო საბჭომ აუდიტორიებში დაბრუნების უფლება მოგვცა მომენტალურად დავბრუნდით. ჩვენ ძალიან სწორად ვიცავდით ყველა რეგულაციას და ამის გამო, ვირუსის შიდა გადაცემის არცერთი პრეცედენტი არ გვქონია. გავზარდეთ სტუდენტებს შორის დისტანცია, გავაფართოვეთ აუდიტორიები, ჯგუფებში სტუდენტების რაოდენობა შევამცირეთ და ბევრ ჯგუფად დავყავით, რათა ახლო კონტაქტი არ ჰქონოდათ; ამიტომ, რადგან პანდემიასთან ადაპტირება ასე კარგად გამოგვივიდა, როგორც კი საშუალება მოგვეცა ვერბალური სწავლება იქნებოდა თუ დისტანციური, ცხადია ვერბალური ავირჩიეთ, რადგან ხარისხობრივად ძალიან დიდი სხვაობაა - არ გვინდოდა სტუდენტებისთვის განათლება მოგვეკლო. ზოგადად, კოვიდი სტუდენტებსაც ჰქონიათ, ლექტორებსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მაგრამ აბსოლუტურად ყველა იყო გარედან შემოტანილი და შიდაგადაცემის ერთი პრეცედენტიც კი არ ყოფილა“, - განაცხადეს თავისუფალ უნივერსიტეტში.

სოხუმისა და ტექნიკური უნივერსიტეტებში კი სასწავლო პროცესის განახლების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: „აკადემიურ საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. სწავლა აქამდე, შემოდგომიდან მოყოლებული ონლაინ და პირველკურსელების ნაწილისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა - ლექციებს ისმენდნენ ონლაინ, ხოლო სემინარებზე უნივერსიტეტში მუშაობდნენ. როგორ გაგრძელდება 28 თებერვლიდან სოხუმის უნივერსიტეტში II სასწავლო პროცესი საბჭოს სხდომის შემდგომ გახდება ცნობილი. საბჭო კი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რაც ოპტიმალურ იქნება სასწავლო პროცესის ნორმალურად და დაუზიანებლად წარმართვისათვის“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: „უნივერსიტეტში II სასწავლო სემესტრი იწყება 15 მარტს, ხოლო რა ფორმატით განახლდება სწავლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამჟამად I სემესტრი არ დაგვისრულებია, ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 2 მაისს დაიწყება და ამის გადაწყვეტილება უკვე არსებობს, მანამდე კი გაზაფხულის სემესტრში, 2022 წლის 7 მარტიდან სწავლა შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით განახლდება. მედიცინის ფაკულტეტი კი, სწავლების განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრს, სრულად აუდიტორიებში განაახლებს. აღნიშნულზე ინფორმაციას უნივერსიტეტი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს, რაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება