„ბედნიერი ვარ, რომ ამ სკოლაში ვსწავლობდი“- ბათუმის N13 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მერი თურმანიძე
23-02-2022
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N13 საჯარო სკოლა წარმატებული კურსდამთავრებულის მერი თურმანიძეს შესახებ ინფორმაციას გვიზაირებს.
მერი თურმანიძე ახლა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს. ის წერს, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი სკოლას, დამრიგებელსა და დირექციას მიუძღვის.
მათი წყალობით მან სწავლა შეიყვარა და დაუღალავი შრომის შედეგად სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარა.
„მე ვარ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. მანამ სანამ უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი, ვსწავლობდი ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფაკულტეტზე დიდი კონკურენცია იყო, შევძელი ჩემი დაუღალავი შრომის შედეგად წარმატებით მოვხვედრილიყავი ჩემს საოცნებო პროფესიაზე. ჩემს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი სკოლის მასწავლებლებს, დამრიგებელს, დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, რომელთა წყალობითაც შევძელი მიმეღო სიღრმისეული ცოდნა არამხოლოდ სასწავლო წიგნებიდან, არამედ მათ მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაციების მეშვეობითაც. მათ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულეს. მადლობელი ვარ ყველაფრისათვის. ბედნიერი ვარ, რომ ამ სკოლაში ვსწავლობდი, სკოლაში, რომლის კარი ყველა მოსწავლისათვის ღიაა, სკოლაში სადაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, სკოლა სადაც მეგობრობა და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემ განათლებაში და წარმატებაში წვლილი მიუძღვის, მათ ვინც ჩემს გვერდით იდგა ყველა წარმატების დროს. ბედნიერი ვარ, რომ სკოლის თორმეტი წელი გავატარე სკოლაში, რომელიც ჩემ ოჯახად იქცა“,- წერს მერი თურმანიძე.