სიახლეები
სამასწავლებლო

„არავითარი დისტანციური სწავლება არ შეედრება სკოლაში სწავლას“ - ანზორ ხვედელძე, გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული.

Etaloni.ge  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორს ანზორ ხვედელიძეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მასწავლებლის პროფესია არ იყო პოპულარული, ვინაიდან მასწავლებლის ხელფასი იყო ძალზე მცირე. ამ მიზეზის გამო პედაგოგიურ ინსტიტუტებში  არ მიდიოდა ახალგაზრდობის უკეთესი ნაწილი. დღეისთვის სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასი რომ გაიზარდა, ინტელექტუალური სამუშაო ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი უნდა იყოს.

- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- რასაკვირველია კადრების დეფიციტია  და განსაკუთრებით კვალიფიცირებული კადრების. 

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ყოველგვარი გამოცდები, ტრენინგები და ნებისმიერი სხვა ზომები მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- არავითარი დისტანციური სწავლება არ შეედრება სკოლაში სწავლას და აღზრდას. დისტანციური სწავლა მხოლოდ შესაძლებელი გამოსავალია რთული ვითარების შემთხვევაში. ამ დროს ის, რასაკვირველია ამართლებს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პირადად მე არაფერი არ მასწავლა, ვინაიდან ვიცი, რომ სკოლას სჭირდება ყურადღება, სისუფთავე, სანიტარული ნორმების დაცვა და დამრიგებელი მასწავლებლების დიდი ყურადღება მოსწავლეების მიმართ. ეს ყველაფერი ჩემს სკოლაში ყოველთვის იყო დაცული. მიმაჩნია, რომ პირბადეების ტარება აუცილებელია დღეს და შემდეგაც. ამ ორი წლის მანძილზე არა მხოლოდ კოვიდი, არამედ ჩვეულებრივი გრიპიც არ ყოფილა სკოლაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს გვასწავლა პანდემიამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

მოსწავლეებმა სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

სკოლის სახელით, მოსწავლე-მასწავლებლებმა მაშველებს მცირედი ნობათი გადასცეს

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება