სიახლეები
სამასწავლებლო

„დისტანციური სწავლება არ მიმაჩნია განათლების მიღების ეფექტურ ფორმად“- იზოლდა გოგოლაძე, საჯიჯაოს N2 სკოლის დირექტორი
23-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორ იზოლდა გოგოლაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ? 

- პედაგოგის პროფესიამ მიმზიდველობა შეიძინა იმ დროიდან, როცა დაფასდა ეს პროფესია, (ანაზღაურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ საკითხებს შორის, რაც პროფესიას მიმზიდველობას ძენს.) და როცა პედაგოგიურ ფაკულტეტებზე სწავლა უფასო გახდა.  

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი? 

- ზოგადად კადრების დეფიციტი არ არის, მაგრამ ეს კადრები არ არის სოფლად. მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მუშაობს ორ და მეტ სკოლაშიც, მასწავლებელთა ნაწილი კი უმუშევარია. 

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება? 

- ზოგადად გამოცდა კარგია, მასწავლებელს აქვს თავისი ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩენის საშუალება და თუ ამის საფუძველზე კომპეტენციას აუმაღლებენ, რატომაც არა, მისაღები ფორმაა.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ? 

- დისტანციური სწავლება არ მიმაჩნია განათლების მიღების ეფექტურ ფორმად. რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, რომ არსებობენ მონდომებული მოსწავლეები და მათი მშობლები, რომელთათვისაც დისტანციური სწავლება უფრო მოხერხებული და კარგიცაა დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მაგრამ უმრავლესობა მოსწავლეებისა არ ესწრება დისტანციურ გაკვეთილებს სხვადასხვა მიზეზით.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ

- პანდემიამ მასწავლა ის, რომ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და მონდომების შემთხვევაში გადაულახავი ბარიერები არ არსებობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება