მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის მესამე კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
მასში კლასის შვიდევე მოსწავლე დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო. პანდემიის დასაწყისში, როდესაც სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, ეს მოსწავლეები პირველ კლასში იყვნენ. შედეგად, რაც ისინი სკოლაში დაბრუნდნენ, მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათ ის საკითხები შეასწავლონ, რისი სწავლაც ონლაინ სწავლებისას ძალიან ეფექტური არ იყო.
კონკურსის ბოლოს მონაწილეებს ჯილდოს სახითა და წახალისების მიზნით, ფერადი სიგელები გადაეცათ.
„ასაკიდან გამომდინარე, მოვერიდეთ მათს გულისტკენას და სიგელი ყველა მოსწავლეს გადავეცით იმ განსხვავებით, რომ საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების სიგელზე გვარ-სახელთან ერთად, მივუთითეთ შესაბამისი ადგილიც, რომელიც მან კონკურსში მონაწილეობის შედეგად მოიპოვა. მაგალითად, საუკეთესო კალიგრაფიის ავტორს პირველი ადგილი ხვდა წილად და ასე შემდეგ.
პატარებს ეს წამახალისებელი ღონისძიება ძალიან მოეწონათ. ისინი მთელი მონდომებითა და გულისყურით იყვნენ ჩართულნი მუშაობის პროცესში და ცდილობდნენ, საუკეთესო შედეგი დაედოთ.
მოსწავლეთა გახალისება, დაინტერესება და მოტივაციის გაზრდა - კონკურსის მიზანი სწორედ ეს იყო. მივაღწიეთ კიდეც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“