სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დიადი ისტორია
23-02-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. 

ის 1880 წელს გაიხსნა. სკოლის შენობას დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭერბული. აქ სხვადასხვა დროს უმუშავია და განათლება მიუღია საქართველოს მრავალ საზოგადო მოღვაწეს. 

სკოლა თავად გვიზიარებს ინფორმაციას მისი აწმყოსა და წარსულის შესახებ. 

„იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლას საინტერესო ისტორია აქვს. იგი გამორჩეული კულტურული და საგანმანათლებლო კერაა, რომელიც დაარსების დღიდან მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას ემსახურება.

1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით, ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რომელიც 1905 წელს გიმნაზიად გადაკეთდა, რომელსაც სათავეში 1901 ედგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე - იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მის სახელთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა.

ქუთაისიდან გუბერნიის თავადა-ზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის დახმარებით, გიმნაზიისათვის შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხერხდა. 1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ.
რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დროს ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე და სხვა პედაგოგები აქტიურად იბრძოდნენ მოსწავლეებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალების დასამკვიდრებლად. შესაბამისად, გიმნაზიის აღმზრდელები და აღსაზრდელები იცავდნენ ქართველი ერის ღირსებას. გიმნაზიის მოსწავლის, კონსტანტინე გამსახურდიას თაოსნობით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გიმნაზიაში შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცხრა მუხა”, რომელშიც ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები იყვნენ გაერთიანებული.
სასწავლებელი ყოველთვის ითვლებოდა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად. 1960 წელს გიმნაზიის დაარსებიდან 80 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ამ პერიოდში სკოლას ხელმძღვანელობდა ცნობილი პედაგოგი ი. გენძეხაძე. ზეიმის დღეებში გიმნაზიის აღზრდილებმა სკოლის ეზოში დადგეს ი. ოცხელისა და ს. ხუნდაძის ძეგლები (არქიტ. ტ. სიხარულიძე), მათი ნეშტები გადაასვენეს ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

1980 წელს სკოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი, აშენდა სპორტული დარბაზი. აღნიშნულ პერიოდში სასწავლებელს ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი პედაგოგი ა. სანდუხაძე, რომელიც 21 წლის განმავლობაში სკოლის მრავალი წარმატების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო.

სასწავლებელში დაარსების დღიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ: ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე, დ. უზნაძე, ალ. ჯანელიძე, ალ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, ჯ. ჯორჯიკია, ი. ეკალაძე, ევ. მიქელაძე და სხვა. მათი ღვაწლით აღიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები: არნ. ჩიქობავა, გ. წერეთელი, კ. გამსახურდია, ვ ნოზაძე, დ. ლორთქიფანიძე, უ. ობოლაძე, ა. ფაღავა, ვ. თოფურია, ტრ. ხუნდაძე, ა. ვასაძე, ნ. შენგელაია, დია ჩიანელი და სხვები.
სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სასახელოდ აგრძელებენ 140 წლის სასწავლებლის მდიდარ ტრადიციებს.

სკოლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესია ქუთაისში. იგი ს. ხუნდაძემ დააარსა 1884 წელს. ბიბლიოთეკას აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი, მათ შორის 300-მდე წიგნი მე-19 საუკუნის 60-90-იან წლებშია დაბეჭდილი რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ლათინურ ენებზე.
დიდი ეროვნული ტრადიციების მქონე ჩვენი სკოლა დღესაც აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.

იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლას შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და 2017 და 2018 წლებში განხორციელებული რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად გარე ფასადი შენარჩუნდა, ხოლო შიდა სივრცე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით და სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისათვის. შენობა გათვლილია 960 მოსწავლეზე და სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა და მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულმა სკოლამ რეაბილიტაციის შემდეგ მეორე სიცოცხლე შეიძინა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება