მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები თემაზე - „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი“ გამართულ ვებინარს დაესწრნენ.
ვებინარი 2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა.
შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში. თემის ირგვლივ ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელინა ბაქრაძემ.
ვებინარზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ატმოსფერული ჰაერის ხარისხს მათი ჯანმრთელობის კუთხით და როგორ უნდა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი, სადაც დააფიქსირეს მომდევნო შეხვედრებზე თუ რა თემაზე ისურვებდნენ ინფორმაციის მიღებას. ვებინარი იყო ინფორმაციული და საინტერესო.
შეხვედრაში მონაწილეობას ორგანიზება გაუკეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ჩინჩალაძემ.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“