მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ჯოჯუას დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ჩემი აზრით, ძალიან მიმზიდველია.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- განათლების სისტემაში გვყავს ძალიან ბევრი კარგი კადრი.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ?
- ვფიქრობ, რომ ნორმალურია.
- რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- ჩემი აზრით, ძალიან ეფექტურია.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლების ხარისხი ძალიან დაბალია, როგორც ჩვენს სკოლაში, ისე საერთოდ სკოლების მასშტაბით.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- მე პირადად პანდემიამ ვერაფერი ვერ მასწავლა, პირიქით შეზღუდული ვარ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.