სიახლეები
სამასწავლებლო

„დისტანციური სწავლება მხოლოდ რესურსების მიწოდების თვალსაზრისით არის კარგი“- რაულ გულბანი, კალის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექტორ რაულ გულბანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პედაგოგი დიდწილად განსაზღვრავს მომავალი თაობის ღირებულებით სისტემას და აქედან გამომდინარე - ქვეყნის განვითარების ინდექსს. რაც უფრო კვალიფიციური პედაგოგები ეყოლება ქვეყანას, მით უკეთესი.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- მაღალმთიან რეგიონებში საკმაოდ დეფიციტია კვალიფიციური პედაგოგების. ამისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ როლი, რომელიც დირექტორის თხოვნის საფუძველზე სკოლაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებს აგზავნის.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება? 

- გამოცდები, ჩვენი აზრით უნდა იყოს, მაგრამ არა ამ მოცულობის მასალის. რაც ამ მასალის დასამუშავებლად მასწავლებელს დრო სჭირდება, ის დრო რომ სასკოლო მუშაობას დაეთმობა, ბევრად უკეთესი იქნება. ამ რაოდენობის მასალის დამუშავება სწავლების დონეს დაბლა დასწევს და უკუშედეგებს მოიტანს. უკეთესი იქნება მცირე თეორიული მასალით გამოცდა და დამატებით - პედაგოგების ადგილებზე პრაქტიკული შემოწმება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ. 

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება მხოლოდ რესურსების მიწოდების თვალსაზრისით არის კარგი, რადგან ამ დროს კარგად ხერხდება რესურსების ელექტრონული წარმოდგენა (პირდაპირი სწავლებისას ყველა გაკვეთილზე ხშირად არ შეგვაქვს კომპიუტერი). დანარჩენ შემთხვევაში პირდაპირი სწავლება სჯობს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- დაგვახვეწინა დისტანციური და ჰიბრიდული სწავლება, რომელიც არ არის მთლად მოსაწონი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება