სიახლეები
სამასწავლებლო

„პედაგოგიურზე ჩაბარების მსურველი ბევრი არ არის“ - გულნაზი ჭელიძე, ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორ გულნაზი ჭელიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მოთხოვნა პედაგოგის სპეციალობის დაუფლებაზე დაბალია, რადგან მასწავლებლის პროფესია არ ითვლება პრესტიჟულად, მოტივაციაც დაბალია, დღევანდელი საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, მასწავლებლის ხელფასი დაბალია. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, არ აბარებენ იმიტომ, რომ მასწავლებლის საათობრივი დატვირთვა შეადგენს 11 საათს და სრულად ვერ იღებს სერტიფიცირების დანამატს.

ამ შეკითხვაზე ასე ვუპასუხებდი: „მასწავლებელი თანამედროვე სკოლაში, მისი გამოწვევებითა და გარე ზეწოლებით, ჰგავს ასტრონავტს, რომლის ხომალდიც გაურკვეველი მიმართულებით მიქრის და იმისთვის, რომ გადარჩე, სწრაფად უნდა გადაწყვიტო, რომელ ღილაკს დააჭერ: „შემოქმედებითობას“ თუ „კონტროლის გაძლიერებას“. სწორედ შენ წყვეტ, რა იქნება სკოლა ბავშვისთვის: ციხე თუ თავისუფალი, სიცოცხლისთვის საჭირო ჟანგბადით სავსე სივრცე“.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია ბევრი კარგი კადრის სკოლებიდან გადინება. მათი ნაწილი გამოცდებზე არც კი გასულა, ამან გამოიწვია დეფიციტი. ფაქტია, რომ პედაგოგიურზე (განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე) ჩაბარების მსურველი ბევრი არ არის. ამის მიზეზებია: მასწავლებლების მცირე საათობრივი დატვირთვა და შესაბამისად, დაბალი ანაზღაურება.

თუმცა, ვფიქრობ, არაპედაგოგიური განათლების მქონე პირებისთვის ტრენინგების და პროფესიული პროგრამების შეთავაზება კარგი გამოსავალი იყო. 

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ამ კითხვაზე პასუხს უნდა მოუსმინო მასწავლებლებისგან: ისინი თვლიან, რომ საგამოცდო მასალა არის ძალიან დიდი, როგორც თემატურად, ასევე გადატვირთულია უცხო ლექსიკით, მოტივაცია დაბალია. საგამოცდო მასალის პარალელურად მუშაობა უწევთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც საგნობრივ კომპეტენციას არ უკავშირდება. აქამდე არ დევს საგამოცდო ტესტის ნიმუში.

მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება, მასალიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ან მხოლოდ გამოცდის საფუძველზე, ან მხოლოდ პროფესიული საქაღალდის შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს. საგნობრივი და პროფესიული ტრენინგები ყველასთვის მისაღებია. მიმაჩნია, რომ სტრესული სიტუაცია უარყოფითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლების ხარისხთან დაკავშირებით გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები ამ პროცესის მიღმა დარჩნენ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ჩართულიყო პროცესში.

ტექნოლოგიებთან აქტიურად მუშაობის უნარები პანდემიამდე არ ჰქონდა ბევრ მასწავლებელს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმღებლობა საკმაოდ მაღალი იყო და წარმატებით გაართვა თავი უმრავლესობამ.

სკოლების დიდი ნაწილის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ვერ პასუხობს გამოწვევებს (ძველი კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტზე წვდომა) .

ვთვლი, რომ დისტანციური სწავლების შეთავაზება განათლების სამინისტროსგან ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტლება იყო.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- მასწავლა, გამოუვალი მდგომარეობიდან როგორ უნდა იპოვო გამოსავალი. ურთიერთთანამშრომლობით და გამოწვევების მიმღებლობით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, ამაში საკუთარი სკოლის მაგალითიც შემიძლია დაგისახელოთ. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ სიძნელეებს არავინ შეუშინდა. ონლაინ სწავლების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ვფიქრობ, სწავლა ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

სემესტრული ქულების მნიშვნელობა - რაზე აისახება აკადემიური მოსწრება - ბიუჯეტი

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება