სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი ნახატების კონკურსი გაიმართა
24-02-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი ნახატების კონკურსი - „ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საარსებო გარემოზე“ ჩატარდა.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა - „სპექტრი", პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში, გამოაცხადა გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი ნახატების კონკურსი სკოლების მოსწავლეთათვის - ორ ეტაპად.

კონკურსი პირველ ეტაპზე წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ზემოაღნიშნულ თემაზე გაიმართა. კონკურსში დაწყებითი და საბაზო საფეხურის, 10-15 წლის ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინა მე-3 კლასის მოსწავლემ, ვახტანგ ხოჯევანიშვილმა, ლალი ჩიკვილაძემ; მე-4 კლასის მოსწავლეებმა: ნინო ბერიამ,იოსებ ხარაბაძემ, ქრისტინე ვარდანიძემ, ნუგზარ ჩაკვეტაძემ, ელენე ლიპარტელიანმა; მე- 5 კლასის მოსწავლემ ლიზი ბენდელიანმა; მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ელენე ცანავამ, ანანო და ლიზი ქომეთიანებმა, მე-7 კლასის მოსწავლემ ზურაბ ჯოხაძემ და ლევან ელბაქიძემ; ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ლიზი დემჩენკომ და ნიკოლოზ ტალიაშვილმა.

კონკურსში გამარჯვებულ პატარა მხატვრებს: ნინო ბერიას, ზურაბ ჯოხაძეს და ლიზი დემჩენკოს სკოლის დირექციამ სამახსოვრო სიგელები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები გაიგზავნება მეორე ეტაპზე, რომელიც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის" მიერ გაიმართება. 

„წარმატებებს ვუსურვებთ პატარა ნიჭიერ ხელოვანებს, ბუნების ქომაგებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება