სიახლეები
სკოლები

კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე ხელები“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გარემოს დამცველია
24-02-2022
-
+


ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გარემოს დამცველია. 

წლებია, რაც ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში მონაწილეობს და წარმატებასაც აღწევს. ისინი თავიანთი შრომისმოყვარეობითა და აქტიურობით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ.

„მწვანე ხელებმა“ სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა, მრავალი საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩაატარა და კონკურსში დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვა.

კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლებმა ტყეში მოცვი მოაგროვეს, ჩაი დაამზადეს, შეფუთეს, დააფასოვეს და გაყიდეს.

ასევე მაკულატურა შეაგროვეს და გადამამუშავებელ კომპანიას ჩააბარეს. ეკოკლუბელებმა შეგროვებული თანხით თემში შშმ პირს ის წიგნები შეუძინეს, რომლებიც მას დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა.

გარდა ამისა, ისინი ყოველთვის აქტიურობენ და სხვადასხვა კამპანიასა და აქტივობას გეგმავენ.

ამჯერად, ისინი კონკურში მოგებული 6000 ლარით სკოლაში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერს აწყობენ.

ისტორია, თუ როგორ გახდა კიცხის საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარემოს დამცველი სკოლა, თავად ნიკო კეცხოველის პრემიის გვერდზე წერია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლა

„ყველა სიკეთის დედაა ქალი, ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!“ - გურკელის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება