სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ლექსები, რომელთა ცოდნაც ბავშვებს სარვამარტოდ გამოადგებათ
07-03-2023
-
+


გაზაფხულის პირველი თვე დღესასწაულებით განსაკუთრებულად დატვირთულია - საქართველოში 3 მარტს დედის, ხოლო 8 მარტს ქალთა დღე აღინიშნება.

სკოლებში ამ თარიღებთან დაკავშირებით, შესაბამისი ღონისძებები იმართება, მოსწავლეები კითხულობენ ლექსებს, სიტყვით გამოდიან, თეატრალურ ნომრებს ამზადებენ. ამ ყველაფრით კი დედებისა და ზოგადად, ქალების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. 

სასკოლო ღონისძიებებზე განსაკუთრებით პოპულარული ლექსის წაკითხვაა, ამიტომაც გთვაზობთ ლექსების, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სარვამარტოდ გამოადგებათ.

დედას (ნუნუ კერესელიძე)

ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
რვა მარტი და გაზაფხული
ერთად მომილოცნია.

გაზაფხული (შიო მღვიმელი)

ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,
ტყე იფურჩქნება, იშლება,
მოსჩქეფს წყარო და მდინარე.

ცა მოკამკამებს, ლურჯდება,
დადგა დარები მზიანი,
მწვანედ ბიბინებს მინდორი
მადლიან-ბარაქიანი.

ზედ დასჭიკჭიკებს მერცხალი
მალხაზი, მალიფრთიანი.
ტოროლა დაუზარელი
და მუდამ ხალისიანი.

მოსურვებიათ სამშობლოს
ნახვა შოშიებს, გვრიტებსა,
მოსულნი ჟივილ-ხივილით
სალამს აძლევენ ჩიტებსა.

ყვავილები დედას (გიორგი კაჭახიძე)

დედის სითბო, დედის ხელი
ვის არ უღებს ქვეყნის კარებს!
ცეროდენა რომ ვიყავი,
სულ ვნატრობდი შინ და გერეთ:
საჩუქარი კარგზე კარგი
რა მეშოვნა იმისთანა,
სიხარულით, სიყვარულით
დედიკოსთვის მიმეტანა.
ყელსაბამი ვერ შევკადრე,
ვერც პატარა ჭრელი ბურთი...
ვარჩიე და ბოლოს დედას
მივუტანე ბატიბუტი.

ცეროდენა რომ ვიყავი,
სულ პატარა ცელქი ბავშვი,
არაფერი, არაფერი
არ მიყვარდა ისე მაშინ,
როგორც თეთრი ბატიბუტი
ჩაფიფქული კალათაში.

დღეს დიდი ვარ,
სკოლაში ვარ,
ნაკადულებს წყაროდ ვერთვი,
მომავლისკენ მივაბიჯებ,
არ მერევა შავში თეთრი.
გაიზარდა ჩვენი ეზოც,
ჩვენი სახლის აივნები
და დედისთვის მიმაქვს ახლა
ჩემი ბაღის ყვავილები. 

გაზაფხული (ნონა ბეჟანიშვილი)

გაიღვიძა ციცქნა იამ, შეისწორა ბაფთა.
ენძელას კი ჩაუცვია თეთრი, ნაზი კაბა,
ყოჩივარდამ გადაისვა ვარდისფერი პუდრი,
სურნელებამ გააბრუა ,ნაზ პეპლების გუნდი...

გაპრანჭულან სათითაოდ,
დიდი ჟრიამული აქვთ,
გვირილებს ელოდებიან,
თითქოს სადღაც მიდიან.
აი მერცხალიც გამოჩნდა,
ნისკარტით აქვს ბარათი:
„დედის დღეა“ გილოცავთო,
გამალებით დაგვძახის.

გაზაფხული (გრიგოლ აბაშიძე)

აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია.
ცის ლაჟვარდში ტოროლები,
აივანზე მერცხლებია,
გამოსულან პატარები,
მათი ცქერით ვერ ძღებიან.
აკვირდება, უკვირს ჩინოს,
თუმცა სხვებზე დინჯი კია:
ეს, ტოლები ეძახიან,
თუ ჩიტების ჭიკჭიკია?
სტვენს ბულბული, შაშვი გალობს,
ბინად ტყე აქვთ არჩეული,
მიწას მოლი მოჰფენია,
ტყეებს - მწვანე ფარჩეული.
აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება