სიახლეები
სამასწავლებლო

„გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას ეფექტურად მივიჩნევ“- იზოლდა ფხაკაძე, გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორ იზოლდა ფხაკაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- პედაგოგის პროფესია ურთულესია სხვა პროფესიებთან შედარებით. თანამედროვე პედაგოგი უნდა ფლობდეს საგანს მაღალ დონეზე, პედაგოგიკისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის საფუძვლებს. დღევანდელ პერიოდში სკოლების უმრავლესობაში სწავლობს მოზარდთა დიდი ნაკადი, რომლებსაც მშობლები ემიგრაციაში ჰყავთ და მათი აღზრდა მინდობილია მხოლოდ სკოლაზე. ფაქტიურად მასწავლებელს ოჯახიდან არა აქვს მხარდაჭერა, ამას ემატება ისიც, რომ „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ მასწავლებელს უტოვებს მხოლოდ ვალდებულებებს და არანაირ უფლებებს. ამდენად ახალგაზრდისთვის კი არა, დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგისთვისაც გართულებულია მოზარდთან ურთიერთობა. პედაგოგმა უნდა აღზარდოს არა მხოლოდ
სხვადასხვა საგნის კარგი მცოდნე, არამედ ზრდილი, დისციპლინებული, პუნქტუალური, ტოლერანტი ახალგაზრდა, რაც მისგან მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას. მართალია ამ ეტაპზე პედაგოგთა უმრავლესობამ დასძლია ის გამოწვევები, რაც მათ წინაშე დგას, გამოცდებისა და სხვადასხვა აქტივობების საშუალებით შეძლეს სტატუსის ამაღლება, რამაც იმოქმედა მათი ხელფასის ზრდაზე, მაგრამ არსებული ინფლაციის პირობებში გაზრდილი ხელფასიც აღარაფერს წარმოადგენს. გაზრდილი ხელფასისთვის მადლობა ხელისუფლებას, მაგრამ უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება და თუ ეს განხორციელდება, მაშინ ახალგაზრდა თაობისთვის სკოლა მიმზიდველი, საინტერესო და სახალისო გახდება, თუ ის შეიარაღებული იქნება იმ უნარ-ჩვევებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს თავისი ცოდნისა და უნარების დონის ამაღლებაზე, მოქმედებდეს პრინციპით - „ისწავლე და ასწავლე“. აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს რეგიონებში ყველა სკოლის ინფრასტრუქტურის თანამედროვე დონეზე მოწყობა.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ჩემი აზრით კადრების დეფიციტს ძირითადად განიცდის მაღალმთიანი რეგიონები.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ეფექტურად მივიჩნევ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება პანდემიის პერიოდში მიმაჩნია ერთ-ერთ აუცილებელ მოდელად, მაგრამ ის ვერასდროს ვერ შეცვლის საკლასო ოთახში მოსწავლისა და მასწავლებლის ცოცხალ ურთიერთობას.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პანდემიამ, როგორც დირექტორს მასწავლა ის რომ ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი სხვადასხვა შეხედულებების მიუხედავად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება