სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო ონლაინ ტრენინგში ჩაებნენ
25-02-2022
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო ტრენინგებსა თუ პროექტებში ხშირად მონაწილეობენ. 

პედაგოგები ამჯერად, ონლაინ ტრენინგში - „ციფრული ტექნოლოგიების და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მხარდაჭერის“ ონლაინ ტრენინგში ჩაებნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ონლაინ ტრენინგის - „ციფრული ტექნოლოგიების და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ - განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპისთვის აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლების 22 მასწავლებელი გადამზადდება.

STEM მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის აბრევიატურაა. STEM განათლება უზრუნველყოფს საბუნებისმეტყველო საგნების ერთიანად სწავლებას. ტრადიციულად ისინი ცალ-ცალკე ისწავლება და მოზარდები ვერ ხედავენ ამ საგნებს შორის მჭიდრო კავშირს.

ტრენინგ მოდულის მიზანია კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლონ STEM აქტივობების და პროექტების განხორციელება. აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება გლობალური გამოწვევების და საქართველოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. შეიძინონ ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობის და პროგრამირების საბაზო უნარები. შეხვედრები teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

კლასის დამრიგებლის ლანა კილაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

„დედის სიყვარული არის ერთადერთი სიყვარული, რომელიც უპირობოა, დაუსრულებელი  და უანგარო“

თამარისის N1 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე მცხეთაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება