მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
25 თებერვალი საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეა. წელს ამ თარიღიდან 101 წელი გავიდა.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა, და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, კომუნისტური მმართველობა დამყარდა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.
თბილისში წითელი არმიის შემოსვლამდე, ქართველები 5 კვირის განმავლობაში თავგანწირვით იბრძოდნენ. კოჯორსა და ტაბახმელაში ქართველი იუნკრები გმირულად დაეცნენ. მათ დამოუკიდებლობის ფასი კარგად იცოდნენ. ასევე, იცოდნენ, რას ნიშნავდა რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა.
მართლაც, დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და დაპატიმრობა მოჰყვა.
ყოველ 25 თებერვალს კი პირველად კოლაუ ნადირაძის უკვდავი ლექსი გვახსენდება. ის ყველაზე ნათლად აღწერს, თუ საქართველოში რა ვითარება იყო.
„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“
25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათი წელს გაგრძელდა. მიუხედავად ისტორიის გაკვეთილებისა, მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ პრორუსული იდეოლოგიის მატარებელია. ამის პარალელურად კი, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავ ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. იტაცებენ ადამიანებს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლოებას ატეროტებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა