სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

აკრძალვები, რომლებიც ბაღებსა და სკოლებს ეხება
25-02-2022
-
+


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თერმოსკრინინგის ვალდებულება 1 მარტიდან დაწესებულებებს ეხსნებათ, თუმცა განათლების სამინისტრომ განმარტა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ ეხება, შესაბამისად, ძალაში რჩება თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების ვალდებულება, ასევე პირბადეების ტარების წესი.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება (ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით).

ეხება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება ბაღებს? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას არსებული რეგულაციების დაცვით განაგრძობენ და შეზღუდვების შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ინფორმაციისთვის, 24 თებერვლის მდგომარეობით თბილისში 187 ბაღიდან სრულად დაიხურა 5 ბაღი და 34 ჯგუფი, ხოლო კორონავირუსი 52 თანამშრომელსა და 19 აღსაზრდელს დაუდასტურდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება