მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ამრიდონ ჩეგიანის სახელობის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორ ფატიმა ჩარკვიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- დღევანდელ რეალობაში, წინა წლებთან შედარებით, მიმზიდველი გახდა პედაგოგის პროფესია, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სერტიფიცირებული პედაგოგის ფინანსური დანამატი.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?
- ჩემი აზრით, კადრების დეფიციტი გამოიკვეთა საბუნებისმეტყველო საგნებში: ფიზიკასა და ქიმიაში.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- ვარ პესიმისტურად განწყობილი, რადგან საგნობრივ ცოდნას არ შეესაბამება საგამოცდო პროფესიული უნარების პროგრამული მასალა და არ მიმაჩნია ეფექტურად ამგვარი კომპეტენციის შეფასება.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლების ხარისხს არ შევაფასებ დადებითად, მიუხედავად ინტერნეტ-საშულებების წვდომისა.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?
- პანდემიამ მასწავლა ვიყო მობილიზებული ონლაინ სასწავლო გამოწვევებისთვის და COVID - რეგულაციების დაცვისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია