სიახლეები
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ჭიათურის სოფელ უსახელოს საბავშვო ბაღში სასკოლო ცხოვრებისთვის ბავშვებს უნიკალური წიგნი-რვეულით -„პირველკლასელთა აკადემია“ ამზადებენ
25-02-2022
-
+


ყველა მშობელს სურს, მისი შვილი პირველ კლასში მომზადებული წავიდეს. ხოლო თუ რამდენად მზად შეხვდება ბავშვი მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს სწორედ სკოლამდელ აღზრდაზეა დამოკიდებული. ეს ძალიან კარგად იციან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საბავშვო ბაღში, სადაც მომავალ პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო თავგადასავლებისთვის უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემია“ ამზადებენ. 

უსახელოს საბავშვო ბაღი ერთ-ერთია, რომელსაც ჭიათურის მერმა „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული უნიკალური წიგნი გადასცა. ბაღის მენეჯერი კი ცისმარი პაპიძე გახლავთ, რომლის საბავშვო ბაღშიც „პირველკლასელთა აკადემიას“ ეფექტურად იყენებენ. ცისმარი პაპიძემ წერილი გამოგვიგზავნა, სადაც საუბრობს თუ რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს წიგნს მომავალი მოსწავლეებისთვის.

„როგორი რთული პერიოდიც არ უნდა დადგეს ადამიანის ცხოვრებაში, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გზა, რომელიც სიტუაციის სიძნელეს გაგიადვილებს. პრობლემა თითქოს გაიძულებს და გვიჩვენებს რა გზით წახვიდე, რა გააკეთო, რომ შენ აჯობო და გაიმარჯვო ამ პრობლემაზე. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანთა დღის წესრიგი შეცვალა.. განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა ბავშვებზე და მეტწილად იმ პატარებზე, რომლებმაც პირველი ნაბიჯები უნდა გადადგან განვითარებისკენ, რაც ანა-ბანას შესწავლით იწყება.

წიგნი - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის უანგარო ძალისხმევით შეიქმნა, არის სახელმძღვანელო, რომელიც ძალიან ეხმარება პირველკლასელებს არ იგრძნონ ის სიძნელეები, რაც პანდემიას ახლავს თან დისტანციური სწავლებით ანბანის შესწავლისას. ეს არის მშობლებისთვის, მზრუნველობისთვის შექმნილი, ერთი შეხედვით მარტივი და მეორე მხრივ ბავშვისთვის ადვილად გასაგები, უზომოდ ეფექტური სახელმძღვანელო მათი სწავლისა და განვითარებისათვის.

სახელმძღვანელოს მთავარი პრინციპი თამაშით, ხალისით ანბანის შესწავლაა და არა მარტო ანბანის - აქ არის მეთოდები, რაც კარგად ანვითარებს ბავშვის მეტყველებას და აზროვნების უნარს. სახელმძღვანელო გამრავალფეროვნებულია ნახატებით, გასაფერადებელი ილუსტრაციებით და სხვადასხვა დავალებით, რაც ბავშვისთვის საინტერესოა და მიმზიდველი... და თანდართული ზღაპრები, რომლებითაც ემოციურად ინტერესდებიან ბავშვები.

ამ ყველაფერთან ერთად ინტერნეტ-პლატფორმა izrune.ge... პლატფორმის ვიდეოგაკვეთილები სასკოლო პროგრამის ათვისებას ეფექტურად უწყობს ხელს...
იხელმძღვანელეთ და ისარგებლეთ ამ წიგნით და პორტალით და დატკბით შედეგით, როცა თქვენს პატარას თავისი ასაკისათვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნება ჩამოუყალიბდება...“- გვწერს ცისმარი პაპიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება