სიახლეები
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი უკრაინელ ერს სოლიდარობას უცხადებს და გმირს ასლან შაინიძეს იხსენებს
25-02-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი უკრაინელ ერს სოლიდიარობას უცხადებს. 

ის იმ გმირის ისტორიას იხსენებს, ვის სახელსაც მათი სკოლა ატარებს. ნინო დოხტურიშვილი წერს, რომ მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

მე მსურს ჩემი ქვეყნის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ... იცით ეს რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს დიდი სიყვარულს, ბედნიერებას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, სულიერ ზნეობრივ და ადმიანურ ყოფას, სადაც იბადები, იზრდები, ვითარდები! ჩემი ქვეყნის მარადიულ  გაზაფხულს ვნატრობ, სადაც იხარებს ველად იები, ამოტვიფრული იასამნები, გავარდისფერებული ვარდის ფურცლები და ყვითლად აბიბინებული გვირილების თაიგულები...  ქვეყნის  სიმშვიდე და სიხარული არის ბენდიერი და უშფოთველი ძილი,  უდრტვინელი ღამეები და ია-ვარდით მოქარგული დილა... ხშირად ჩავიმუხლები ხოლმე და მშობლიურ ნიადაგს ვეამბორები, ბაგეებს ახლოს მიუტან ხოლმე და დაბალ ხმაზე ვეჩურჩლები... ვანუგეშებ - „ჩემო მარად ტანჯულო, ქარ-ცეცხლში გამოვლილო საქართველო, მომავალი შენია, იმედს ნუ დაკარგავ, ნუ დახრი ფარხმალს,   იხარე, იდღეგრძელე, ამინ!

ახლაგაზრდა კაცმა ჭიქა მაგიდაზე დადო, სტუმრებს თვალი გულთბილად მოავლო და გეზი კარისკენ აიღო...

 - ახლა მივდივარ და არ მკითხოთ სად?

- აუცილებლად გკითხავთ... სად მიდიხარ?

- დედა ხომ  გახსოვს როგორც გამზარდე? როგორ ჩამინერგე ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი?

 - მახსოვს მერე? დედას გაუკვირდა ბავშობის საუბრის უადგილო შეხსენება...

 - ასე მგონია, რომ ბრძოლის ველზე მიდიხარ შვილო?

  - ხვალ მე თვითონ შეგეხმიანებით...

 ისე გამობრუნდა, რომ ოჯახისთვის არც კი შეუხედავს, უკანმოუხედავად მიიხურა კარი.

მეორე დილით ახლგაზრდა გოგო დაძინებულ დედას თავზე წამოადგა და გამალებით ცდილობდა ძილის ბინდბუნდიდან გამოფხიზლებას..

- დედა, ჩქარა! ადექი ჩქარა!

- რა მოხდა შვილო? შეშინებული რძლის თვალებში დიდი გურკვევლობა დაინახა ოჯახის უფროსმა დიასახლისმა.

- ომი დაიწყო ცხინვალში! ომია დედა და ასლანი იქ წავიდა, იქ არის.

- როგორ? ეეხ, აი, თურმე, რა ყოფილა შენი გაურკვევილი საუბრის მიზეზი. შვილო, შენ რა დაგაკავებდა აბა სახლში, როცა ქვეყანას უჭირს, როცა ქვეყანას სტკივა?! თქვა დედამ ეს სიტყვები და მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ისე წავიდა ასლანი ომის ველზე, რომ ოჯახის არც ერთი წევრისთვის სიმართლე არ უთქვამს. წავიდა იქ, სადაც გული და სული ეძახდა, სადაც მამულისადმი სიყვარული უხმობდა....

აი, ახლა სრულიად მარტო აღოჩნდა საკუთარ ფიქრებთან, ემოციებთან, პატრიოტულ სულისკვეთებასთან. ახლა ყველაფერი დასრულდება, გაუსაძლის ომში მშვიდობის მზეც გამოანათებს, სამშობლოს თავზე  გამარჯვების დროშას ავაფრიალებ, სახლში მხარგაშლილი დავბრუნდები....  ამ დროს კი ტყვიის ზუილმა ფეხთან ელვის სისწრაფით იელვა, გაარღვია კანი, შეესისხლხორცა სხეულს და მის ნაწილად იქცა. დაიჭრა ჯარისკაცი, ტკივილმა შეაბორძიკა, გვერდი იბრუნა, წამოჯდა.  გულცივად დახედა ფეხს, სისხლი შენიშნა, თუმცა რა გასაკვირი იყო ახლა წითელი სითხე?! აბა, ომი უსისხლოდ ვის გაუგია! არც შეყოვნებულა გული შორს მიუდოდა...ექიმებმა მოაკითხეს, გასინჯეს და სასწაფოდ ბრძოლის ველის დატოვება სთხოვეს, მაგრამ არა. იქვე ახლოს თავისი ასმეთაური დალანდა, საშველად ითხოვდა მეომარს, ფეხზე თასმმაშემოხვეულმა, სასწრაფოდ მისკენ აიღო გეზი. ვაივაგლახით განაგრძო გზა თავისუფლებისაკენ,  სწორედ მაშინ მოხდა დაბომბვაში, ასმეთაური გადარჩა, ასლანს კი ნამსხვრევებმა ხერხემალი დაუზიანა...ეს იყო ბოლო სინათლე მის თვალებში, რომელიც მარადიული გმირის წოდებად დასთამაშებს სრულიად საქართველოს!

ასლან შაინიძე - კაპრალი, ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენოსანი, 1985 – 2008 წლები.

ასლანის ორივე ძმა ბრძოლის ველზე იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. მე როგორც რიგითი მოქალაქე, მადლობას  ვუხდი ასლანის მშობლებს და არა მარტო მას, ქედს ვიხრი ყველა იმ ქართელი ვაჟკაცის აღმზრდელების წინაშე, რომელთაც უამგაროდ შესწირეს საკუთარი შვილები ქვეყნის სიმშვიდეს და გამთლიანებას!

დისველის საჯარო სკოლა სწორედ  გმირი ასლან შაინიძის სახელობის გახლავთ, რომელმაც სულ რაღაც 23 წლის ასაკში  შესწირა თავი საკუთარ სამშობლოს! მისი თბილი და გულკეთილი თვალები დღენიადაგ იმზირება გადიდებული სურათიდან და ლანდივით მიაცილებს სკოლის შეგირდებს მომავალი ცხოვრების თავდადებისკენ!

ახლა, როდესაც უკრაინელი ხალხის მდგომარეობას ვუყურებ, ჩვენი ჯარისკაცების დაუზოგავი ბრძოლა და განვლილი ომის მარწუხები მახსენდება! მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, დედის თალხს, შვილების დაობლებას, ქალების დაქვრივებას, შავი  ფერით დაბურულ დღეებს ... იქ, სადაც ომია, სიყვარული და ბედნიერება უცხო ცნებაა! გახსოვდეთ, რომ ყველა ქვეყანას ჰყავს ასლანის მსგავსი  გმირები, რომლის მხრებზეც დგას სიმშვიდე, კეთილგონიერება... სწორედ ისინი გადაარჩენენ ქვეყნიერებას და ეს იქნება მაგალითი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც! მე ვგმობ ომს და ამ პატარა ჩანახატით მშვიდობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. ქვეყნად არ არსებობს ისეთი რამ, რაც ღირდეს თუნდაც ერთი ბავშვი ტირილად, დაობლებად, იმად, რომ დედას შვილმკვდარი დედა ერქვას, ცოლს-ქვრივი.

სოლოდარობა უკრაინას“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

კლასის დამრიგებლის ლანა კილაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

„დედის სიყვარული არის ერთადერთი სიყვარული, რომელიც უპირობოა, დაუსრულებელი  და უანგარო“

თამარისის N1 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე მცხეთაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება