მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასი 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებელბის რაოდენობა 62 981-ს შეადგენს, რაც გასული სასწავლო წელთან შედარებით 282-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება; იმატებს და იკლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით კერძო სკოლებში დასაქმების მსურველთა რაოდნეობა ბოლო წლებში სტაბილურად იკლებს. მაგალითისთვის, 2018/2019 წლებში კერძო სკოლებში 8085 მასწავლებელი მუშაობდა, 2019-2020-ში - 7 834 მასწავლებელი; 2020-2021-ში - 7 208 მასწავლებელი, ხოლო 2021-2022სასწავლო წელს კერძო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა 6 971-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი მასწავლებელი 79 891 2009-2010 სასწავლო წელს იყო დასაქმებული. აღნიშნულ პერიოდში საჯარო სკოლებში 71 845 პედაგოგი მუშაობდა, ხოლო კერძოში - 8046. აღსანიშნავია, ისიც რომ 2009-2010 სასწავლო წლიდან დღემდე მასწავლებელთა რაოდენობა 16 910-ით არის შემცირებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა