სიახლეები
სიახლეები

საქართველოში ყოველი მეათე მოზარდი აზარტული მოთამაშეა
28-02-2022
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში ყოველი მეათე მოზარდი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებში აქტიურად მონაწილეობს. მათ შორის ერთი მეოთხედი აქტიური მოთამაშეა და აზარტულ თამაშებს ფულზე კვირაში რამდენიმე დღე ან უფრო ხშირად თამაშობს.

„მოზარდები ძალიან დაბალ ასაკში იწყებენ აზარტული თამაშებს - მოზარდების 22 პროცენტი აღნიშნავს რომ აზარტული თამაშები დაიწყო 11 წლის ან უფრო დაბალ ასაკში, უმრავლესობამ კი (78%-მა) თამაში 12 წლის ასაკში ან უფრო გვიან დაიწყო. მოზარდების 22 პროცენტი, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს, აღნიშნავს, რომ თამაშის გამო ყოფილა დეპრესიულ განწყობაზე, ხოლო 2 პროცენტს უცდია საკუთარი თავის დაზიანება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები იოლად ექცევიან გარემოცვის გავლენის ქვეშ. ისინი იშვიათად იწყებენ ფულზე თამაშს მარტო. როგორც წესი, პირველად ისინი მეგობრებთან/თანატოლებთან (51 %) ან ოჯახის წევრთან (32 %) ერთად თამაშობენ. კვლევის მონაწილეთა 24 პროცენტი თამაშობს იმის გამო, რომ მათი მეგობრებიც თამაშობენ, ხოლო 16 პროცენტის აზრით, აზარტული თამაშები პრესტიჟული საქმიანობაა.

„მოზარდების უმეტესობისათვის, აზარტულ თამაშებში პირველად ჩაბმის, ასევე თამაშის გაგრძელების მთავარი მოტივატორი თანხის მოგების სურვილი და თავისუფალი დროის გაყვანაა. აზარტული თამაშების დაწყების სხვა მოტივატორებია მოწყენილობა და აღქმა, რომ აზარტული თამაშები პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებს კაზინოში შესვლა ან ონლაინ პლატფორმებზე დარეგისტრირება ეკრძალებათ, კვლევაში მონაწილე მოზარდების 24-მა პროცენტმა, რომლებსაც აზარტული თამაშები უთამაშიათ, აღნიშნა რომ პირველად აზარტული თამაშები კაზინოში, სლოტ კლუბში ან კაზინოს ვებ გვერდზე ითამაშა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 კვლევის თანახმად, მოზარდების ცნობიერების დონე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკებისა და ლუდომანიის შესახებ დაბალია. მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, არ ესაუბრება მშობლებს აზარტული თამაშებისა და მათი რისკების შესახებ. მოზარდთა ერთი მესამედი აღნიშნავს, რომ თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდებიან, არავის მიმართავენ დახმარებისთვის და შეეცდებიან, თავიანთი პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვარონ.

გაეროს ბავშვთა ფონდი მიუთითებს, რომ მოზარდებში ლუდომანიის პრევენციისათვის მისი უარყოფითი შედეგების შესახებ ახალგაზრდების განათლებასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების, მასწავლებლების, თემებისა და ჯანდაცვის მუშაკთა ცოდნის ამაღლება ამ მიმართულებით.

გაეროს ბავშვთა ფონდმა „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრთან“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩაატარა კვლევა 14-17 წლის მოზარდებს შორის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მათი ცოდნის, შეხედულებებისა და პრაქტიკის შესასწავლად. კვლევის მიზნები იყო მოზარდების გამოცდილების განსაზღვრა ფულზე თამაშის სფეროში, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ქცევების შესწავლა და აზარტულ თამაშებთან და ლუდომანიასთან მიმართებაში მათი მოტივატორებისა და დამოკიდებულებების გამოვლენა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის დირექტორმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა აღნიშნული კლასის მოსწავლეები

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება