მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს.
სკოლაში ამ მოვნელასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრეს და მაშინ განვითარებული მოვლენები მიმოიხილეს.
აღსანიშნავია ის, რომ სკოლაში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილი მეათე კლასის მოსწავლეებს რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შესახებ ესაუბრა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა.
„საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის მომენტში, საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთული და დაძაბული იყო. მსოფლიო ომის შემდეგ მეომარი სახელმწიფოების მომავალი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ამავდროულად, საქართველოს ჩრდილოეთით მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებს საქართველოსთვის არსებითი მნიშვენელობა ენიჭებოდა. საქართველოში შემოსვლამდე წითელმა არმიამ დაიპყრო სომხეთი და აზერბაიჯანი.
ცხარე ბრძოლები გაიმართა ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან.
1921 წლის 20-21 თებერვალს, ღამით მტერმა ორჯერ მიიტანა იერიში კოჯორთან. სახალხო გვარდიის ნაწილებმა მცხეთის მიმართულებით უკან დაიხიეს.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ.
”თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.”
25 თებერვლის ღამეს თბილისი ქართული ნაწილებისგან დაიცალა. თბილისში უკვე XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდენენ. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დღის ბოლოს ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.
დღეს კიდევ უკრაინა...“,- წერს მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ