მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორ ლიანა ერგემლიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- მოგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ჩემი აზრით, მაინცდამაინც არ არის მიმზიდველი პედაგოგის პროფესია. მათ იციან, რომ პედაგოგის პროფესია არის მეტად საპასუხისმგებლო, შრომატევადი, მოითხოვს აუცილებელ განათლებასა და ცოდნას. აგრეთვე, მოსწავლეებთან პედაგოგიურ მიდგომებს. ამდენად, მე მგონია, რომ ეს არის საკმაოდ რთული პროფესია.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- ჩემი აზრით განათლების სისტემაში არის საგნები, სადაც კადრები განიცდის დეფიციტს. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, აგრეთვე, ნაწილობრივ სპორტიც. კადრების დეფიციტი განპირობებულია სამუშაოს სირთულით.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- მივესალმები მასწავლებლისთვის გამოცდების ჩატარებას, რადგანაც ცოდნის დონის შემოწმება გამოცდებითაა შესაძლებელი. მხოლოდ საჭიროა მათთვის სატრენინგო მომზადება და ამ მხრივ გარკვეული დახმარების გაწევა. სკოლის დირექციამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ მომზადებას გამოცდებისათვის.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- ძალიან მძიმე გამოცდა გაიარა განათლების სისტემამ პანდემიის პერიოდში. შევხვდით ბევრ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებებს, მაგრამ დიდი შრომისა და მონდომების შედეგად ვისწავლეთ და თითქოს ჩვეულ რეჟიმად გვექცა დისტანციური სწავლება, თუმცა უნდა ითქვას, რომ არის გარკვეული ხარვეზები და ასეთი სწავლების ხარისხზე საუბარი ნაადრევია. ჩვენი სკოლა 2021-2022 წელს ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ სწავლებას, მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავით სრულ დისტანციურ სწავლებაზე. ჩვეულებრივ სწავლებასთან ერთად, შერეული ტიპის სწავლებაც მიმდინარეობს (მშობელთა მოთხოვნით). ამდენად, მასწავლებლებს უწევთ ორმაგი შრომის გაწევა.
- თქვენ, როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- ძალიან რთული პერიოდი გვქონდა და გვაქვს პანდემიის პერიოდში. გვიწევს გაცილებით რთული მუშაობა, რომ დაცული გვქონდეს ყველა ის რეგულაციები, რაც განსაზღვრულია სასწავლო პროცესის დროს. მეტი ყურადღება, პასუხისმგებლობა და მეტი დაუღალავი შრომა გვიწევს, რათა ბავშვებსა და მასწავლებლებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, რაც გუნდური მუშაობითაა შესაძლებელი. პანდემიამ მასწავლა, რომ თითოეულ რგოლს ესაჭიროება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მორალური თანადგომა, რათა შიში დავძლიოთ, მეტი ყურადღება მივაქციოთ ჰიგიენური ნორმების დაცვას. ურთიერთთანადგომით შესაძლებელია დავძლიოთ პანდემია. მარტო ჩემი მონდომებული შრომით და პასუხისმგებლობით ვერ შევძლებდი სასწავლო პროცესის წარმართვას, რომ არა მთელი კოლექტივის მხარში დგომა და ჩართულობა პასუხისმგებლობის გათავისებაში. განაწილებული გვაქვს და უკვე ჩვევად ჩამოგვიყალიბდა ფუნქციების შესრულება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ