სიახლეები
სამასწავლებლო

თელავის N5 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ მიეძღვნა
28-02-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მეტად საინტერესო პოსტერები და ფოტორეპორტაჟები წარადგინეს. ასევე, მეათეკლასელმა, მათე მამულაშვილმა სასკოლო საზოგადოებას საკუთარი ნამუშევარი „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ წარუდგინა, რომელიც ტილო და აკრილისგან შექმნა. 

პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი მზია მაისურაძე გახლავთ.

„1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა უკუპაციის დღე, დღე რომელიც წითელ ლაქად გასდევს ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიას. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“. პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მზია მაისურაძე გახლდათ. სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს სისხლიანი მოვლენა, პატივი მიაგეს ომში დაღუპული ქართველების ხსოვნას..პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი გახლავთ თემასთან დაკავშირებული პოსტერები, ფოტო რეპორტაჟი - რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები 1921 წლიდან დღემდე. ღონისძიება გახსნა მე-10 კლასის მოსწავლემ - მათე მამულაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოკლედ შეახსენა 1921 წლის 25 თებერვალი, გაავლო პარალელები დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან... მათე მამულაშვილმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა ნამუშევარი საკუთარი თვალით დანახული რუსული ოკუპაცია. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული ოკუპაცია, აგრესორი ქვეყნის პოლიტიკა 21-ე საკუნეში. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „გიგოს გორა - თელავის გოლგოთა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება