მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორ სერგო დუმბაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ბოლო ხანებში მეტ-ნაკლებად მიმზიდველი გახდა ახლაგაზრდებისთვის პედაგოგის პროფესია. ეს განაპირობა ამ დარგში ხელფასების ზრდამ.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- განათლების სისტემაში პროფესიონალი კადრების დეფიციტი ნამდვილად არის.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- რა თქმა უნდა, მასწავლებელი სანამ სკოლაში შევა გარკვეული წინაპირობა უნდა მოეთხოვებოდეს, მაგრამ მასწავლებელი სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას (ჩამოყალიბდეს) პედაგოგიური სასწავლებლები, საიდანაც მასწავლებლები უფროსის სტატუსით გამოვლენ და შემდეგი დაწინაურება სკოლებში მოხდება.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლების ხარისხი დაბალია. მოსწავლეთა ნაწილი ვერ ერთვება სასწავლო პროცესში ინტერნეტკავშირის ცუდი მუშაობის გამო. ჩვენი რელიეფის პირობებში ინტერნეტი ყველგან ერთნაირად არ მუშაობს.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- თანადგომა სხვა სიტუაციებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.