სიახლეები
სიახლეები

ნაშრომი ნული ქულით შეგიფასდებათ... - ყველაფერი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ
01-03-2022
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება. რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ, რა სიახლეები ელით, რამდენია მინიმალური გამსვლელი ქულა რამდენი შეცდომა უნდა იპოვნონ აპლიკანტებმა ტექსტის რედაქტირებისას - ყველა საინტერესო კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  პასუხობს.

1. რა სიახლეა წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში?
ინფორმაცია სიახლეების შესახებ, საგამოცდო ტესტის ფორმატის აღწერა, ტესტის ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
 
 
2. ქართულ ენასა და ლიტერატურაში რამდენია მინიმალური გამსვლელი ქულა?
თქვენ უნდა გადალახოთ მაქსიმალური ქულის (60) 25%-ზე მეტი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უნივერსიტეტებს აქვთ უფლება თავად დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი და რამდენიმე უნივერსიტეტი იყენებს კიდეც ამ უფლებას.  ამის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება ცნობარში და რეგისტრაციის დროს არჩევანის გაკეთებისას ეს უნდა გაითვალისწინოთ.
 
3. რამდენ ქულიანია რედაქტირების დავალება და რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა?
შეცდომების რაოდენობა ტესტში მითითებული არ არის. სარედაქციოდ მოცემულ ტექსტში დაშვებული იქნება მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები, ასევე სტილისტიკური ხარვეზი (ან ხარვეზები). უნდა გაასწოროთ ეს შეცდომები და ხარვეზები და ისე გადაწეროთ ტექსტი. ამ დავალების შეფასების კრიტერიუმები ასევე შეგიძლიათ იხილოთ დასახელებულ ბმულზე. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომების რაოდენობა ან მათი განაწილება საგამოცდო ტესტში შეიძლება გამოქვეყნებული ნიმუშისაგან ოდნავ განსხვავებული იყოს.
 
4. მაინტერესებს რა უნდა გავითვალისწინოთ ტექსტის გააზრების ნაწილზე მუშაობის დროს? არის შემთხვევები როცა ორი პასუხი მიგვაჩნია სწორად.
სწორი პასუხი აუცილებლად იქნება ერთი. თუ ამგვარი ეჭვი გაგიჩნდათ, გირჩევთ, კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხოთ დავალების პირობა, კარგად გაიაზროთ ის  და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ.
 
5. ტექსტის ანალიზის დროს საჭიროა თუ არა, ყურადღება გამახვილდეს მწერლის მხატვრულ სტილსა და ტროპული მეტყველების სახეებზე?
მწერლის სტილისა თუ ტექსტში გამოყენებული მხატვრული-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ კითხვები წაკითხულის გააზრების ნაწილში იქნება წარმოდგენილი. ამდენად, პრობლემაზე მსჯელობისას ამ საკითხებზე საუბარი არ მოგეთხოვებათ, თუმცა, თუ მხატვრული ტექსტის ანალიზის დროს საჭიროდ მიიჩნევთ ნაწარმოების მხატვრულ მხარესაც შეეხოთ და ეს მსჯელობა თხზულების ორგანული ნაწილი იქნება, ამის უფლება ნამდვილად გაქვთ. 
 
6. აუცილებელია თუ არა დასკვნისა და შესავლის დაწერა წერით დავალებებში?
წერითი დავალება თქვენგან მოითხოვს იმსჯელოთ გარკვეული პრობლემის შესახებ, გაანალიზოთ, თუ როგორაა იგი წარმოჩენილი შემოთავაზებულ მხატვრულ ტექსტში და ჩამოაყალიბოთ თქვენი დამოკიდებულება ამ პრობლემის აქტუალურობის შესახებ. თუ შესავალსა და დასკვნაში ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებასა და თქვენი პოზიციის ჩამოყალიბებას გულისხმობთ, მაშინ სასურველია ნაშრომი ასე იყოს აგებული. რაც შეეხება ზოგად შესავალს, არაარსებით მსჯელობას, ინფორმაციას, რომელიც განსახილველ საკითხს არ უკავშირდება, შეფასებისას გათვალისწინებული არ იქნება.  შეგახსენებთ, რომ საგამოცდო დროც შეზღუდულია და ამ დავალებისათვის პასუხების ფურცელზე გამოყოფილი ადგილიც. ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ არაფრის მთქმელი და არასაგნობრივი მსჯელობისაგან.
 
7. კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება?
აბიტურიენტის ნაშრომის შეფასებისას კალიგრაფიას საგანგებო ყურადღება არ ექცევა, თუმცა ის ნაშრომი ან ნაშრომის ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვაც გაურკვეველი ხელწერის გამო გაძნელდება, არ შეფასდება.
 
8. შეცდომა უნდა გადავხაზოთ თუ ფრჩხილებში ჩავსვათ? ამის გამო ქულა დაგვაკლდება?
შეცდომა ან სიტყვა თუ ფრაზა, რომელიც ზედმეტად მიგაჩნიათ,  უნდა გადახაზოთ, რადგან ფრჩხილებში ჩასმის შემთხვევაში, შესაძლოა  ეს დამატებით ინფორმაციად იყოს აღქმული. გადახაზული სიტყვების და, თუნდაც, წინადადებების გამო, ცხადია, ქულა არ დაგაკლდებათ.
 
9. თუ აბიტურიენტს არ ეყო თემის წერისას პასუხების ფურცელზე გამოყოფილი ადგილი, არ შეიძლება მოითხოვოს პასუხის ფურცელი დამატებით?
დამატებით პასუხების ფურცლის მოთხოვნა არ შეიძლება, რადგან როგორც საგამოცდო დრო, ისე ნამუშევრის მოცულობა წინასწარ არის განსაზღვრული. ამასთან, რამდენადაც ვიცი, პასუხების ორი ფურცლის მიხედვით ნაშრომის იდენტიფიცირება პრობლემატურია. ყოველი დავალებისათვის პასუხების ფურცელზე საგანგებოდ არის გამოყოფილი ადგილი. ნამუშევრის გადატანისას აუცილებელია ამ პირობის გათვალისწინება. 
 
10. რა შემთხვევაში ფასდება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომი ნული ქულით?
სხვადასხვა დავალების შეფასებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. ამ კრიტერიუმებით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში იწერება 0 როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთელი ნაშრომის შეფასებისას. გარდა კრიტერიუმებისა, როგორც მთელი ტესტის, ისე ცალკეულ დავალებათა ინსტრუქციებში მითითებულია ის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დავალება ფასდება ნული ქულით. ასე მაგალითად, ნაშრომში დაუშვებელია აბიტურიენტის სახელისა და გვარის ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალების მითითება. ის დავალება, რომელშიც ამგვარი მითითება იქნება, შეფასდება ნული ქულით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება